საზოგადოება "კაცმა არ იცის მოგიწევს თუ არა" - ნახეთ,რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი ტელევიზიაზე 2019, 4 სექტემბერი, 23:30 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთი მათGანია, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან გაუშვა. ის ტელეკომპანიის ყოფილ დიორექტორთან, ნიკა გვარამიასთან სამუშაოდ გვარამიასავე გახსნილ არხზე გადავიდა. ნანუკა აქტიურად წერს როგორც მიმდინარე ამბეზბე ასევე ახალი ტელევიზიის სამზადისის პროცესზე. მისი თქმით, იმხელა ადრენალინი ქონია ახლის შენებას, იმდენად დიდი რომ ამხელა დანაკარგის ფასადაც კი ღირდა. "ფეხზე დგომით ვართ. ადგილი არაა არსად. ეზოში რომ სკამებია რიგში დგომითაა. ისიც კაცმა არ იცის მოგიწევს თუ არა. ვინ გაჯს ლესავს, ვინ ჩაქუჩით დადის. არადა სულ რაღაც ორი კვირა გვქონდა. თან უნდა გვეომა, თან პროკურატურაში ნიკას დაკითხვები, ახალი გამოძიებები, აქეთ საკუთარ კოლეგებთან განშორება, ემოციები, სტრესი. იქეთ ადვოკატები. (მოგვიანებით მოგიყვებით რაში გვჭირდება ადვოკატები:) ყველა სტუდია პარალელურად კეთდება. ყველა კომპიუტერი ერთად ლაგდება, ყველაფერი ერთად შენდება. ყველა ერთად გავრბივართ სადღაც. გიჟებივით გავრბივართ რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ.
როგორი ადრენალინი ქონია ახლის შენებას . იმდენად დიდი რომ ამხელა დანაკარგის ფასადაც კი ღირდა."- წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, ახალი ტელევიზია "ახალი არხი" 9 სექტემბრიდან დაიწყებს მაუწყებლობას, რაც შეეხება ნანუკას, მისი გადაცემა როგორც უკვე იცით ყოფილ სამსახურშივე დასრულდა და ნანუკამ სექტემბრიდან ახალია თოქ-შოუ დააანონსა. თუმცა რა თოქ-შოუზეა საუბარი და როდიდან ვიხილავთ მას, ჯერ-ჯერობით უცნობია. 666 1-ს მოსწონს 1-ს არა
|