x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138444
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
თუ ეს 9 თვისება გაქვთ, ესე იგი ცუდი ადამიანი ხართ
Reddit-ზე მიმდინარეობდა დისკუსია იმ ცუდი თვისებების შესახებ, რაც ადამიანებს აიძულებს, ვინმესგან თავი შორს დაიჭირონ. მომხმარებლებმა ერთმანეთს ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარეს და მეგობრებისა და ნათესავების ნარცისიზმი აღწერეს. როგორც აღმოჩნდა, ზოგი ადამიანი სხვებთან უხეში მოქცევით "იკვებება".

ამ თემას უფრო ღრმად ჩავეძიეთ და სტატიაში ფსიქოლოგიურ ახსნას შემოგთავაზებთ, რა თვისებები ახასიათებს "ცუდ ადამიანს" და რისგანაა გამოწვეული ეს ყველაფერი.








1. პასუხისმგებლობის თავიდან აცილება

Reddit-ზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და მისი სხვაზე დაკისრება ცუდი ადამიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამახასიათებელ თვისებად დასახელდა. ვალდებულების საკუთარ თავზე აღების შიშმა შესაძლოა ფსიქოლოგიური დარღვეები გამოიწვიოს.


მაგალითად, შესაძლოა, ადამიანს პანიკური შეტევა დაეწყოს, როცა გაიაზრებს, რომ სერიოზული ვალდებულება აკისრია. ეს შეიძლება რამდენიმე განსხვავებული მიზეზის გამო მოხდეს:


1. ნეგატიური ემოციების უგულებელჰყოფა

2. სიმამაცის ნაკლებობა

3. დაბალი თვითშეფასება

4. შეცდომების დაშვების შიში

image








2. კრიტიკის მიუღებლობა

მართალია, არავის სურს, კრიტიკის ობიექტი გახდეს, თუმცა, ზოგ ადამიანს საკუთარ თავზე ნათქვამი სიმართლის ატანა საერთოდ არ შეუძლია. ახალი ინფორმაციისადმი გახსნილობა მის უკეთესობისკენ შეცვლას ხელს უწყობს. Reddit -ის მომხმარებლების აზრით, ნებისმიერი სახის კრიტიკის ან განსხვავებული აზრის პერსონალურ შეტევად მიღება სულაც არ მიუთითებს რამე კარგზე.


თუ ადამიანს კრიტიკის მიღება შეუძლია, ესე იგი მზადაა, გაიზარდოს. თუმცა, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომ ამჯობინებს ზოგი ადამიანი გონებაჩაკეტილობას:

1. ისინი რაციონალურად არ აზროვნებენ.

2. მათ არ სურთ, ბოდიშის მოხდა მოუწიოთ.

3. ისინი არ ცდილობენ პრობლემის მოგვარებას.

4. მათ არ სურთ, ჰქონდეთ დანაშაულის გრძნობა.

image








3. სხვისი გარეგნობის დაცინვა

ადამიანები ხშირად განზრახ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, რისი კვალიც შესაძლოა პიროვნებას დიდ ხანს გაჰყვეს. ადამიანებს აქვთ საჭიროება, თავი უნიკალურებად, ყველასგან განსხვავებულებად იგრძნონ, მაგრამ ამის მისაღებად სხვისი დაცინვა კარგი გზა ნამდვილად არაა.


სხვისმა დამცირებამ გარეგნობის ან პირადი შეხედულებების გამო შეიძლება ორივე მხარეს მოუტანოს ზიანი. რთულია ბრაზის მართვა, როცა ხედავთ, რომ ვიღაც თქვენთვის შეურაცხყოფის მოყენებას და თქვენს დაბულინგებას ცდილობს. ნებისმიერ შემთხვევაში, უკეთესია:

1. დაამყაროთ თვალების კონტაქტი და ცხელ გულზე არაფერი მოიმოქმედოთ.

2. ცოტა გაიაროთ და მაშინვე არ გქონდეთ რეაქცია.

3. შეამციროთ კონტაქტი აგრესორთან.

image








4. ბოდიშის მოხდაზე უარის თქმა

"თუ ასე მოვიქეცი, ესე იგი ცუდი არაფერი გამიკეთებია. თუ გული გეტკინა, ესე იგი დაიმსახურე", - ზოგი ადამიანი ასეთი სიტყვებით ამთავრებს საუბარს და რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდის ნაცვლად პასუხადაც აგრესიას იღებს. თუმცა, Reddit-ის მომხმარებლებს ბუნდოვანი "ბოდიშიც" ეზიზღებათ.


არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ იქცევიან ადამიანები ასე:

1. მათ ეშინიათ პასუხისმგებლობების აღების.

2. მათ არ სურთ, გამოსცადონ აუტანელი სირცხვილის გრძნობა.

image








5. უპატივცემულობა ადამიანებისა და მათი ნამუშევრის მიმართ

ასეთი ქცევა არავის ეხმარება. ადამიანებს, რომლებიც ხშირად გამოხატავენ უპატივცემულობას სხვა ადამიანებისა და მათი ნამუშევრების მიმართ, ასე მოქცევის რამდენიმე მიზეზი აქვთ:

1. ისინი თავის დაცვას ცდილობენ. ზოგის აზრით, საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა.

2. ან ისინი ამ ფორმით ცდილობენ საკუთარი აზრის გამოხატვას.

image








6. ორპირობა

ალბათ, შეხვედრიხართ ადამიანს, რომელიც სასიამოვნოდ გესაუბრებათ, ყავაზეც კი გპატიჟებთ, თუმცა, შემდეგ იგებთ, რომ თურმე ზურგს უკან გლანძღავთ. ასეთ ადამიანს შეიძლება არც მოსწონხართ, მაგრამ იმ მომენტში არავინ ჰყავს, ვისთან კომუნიკაციასაც შეძლებს, ან ეშინია, პირდაპირ დაგიპირისპირდეთ.


აჯობებს:

1. თუ ვინმეს ორპირობაზე ეჭვები გაქვთ, ჯერ კარგად გადაამოწმეთ, ტყუილად არ დასდოთ ადამიანს ბრალი.

2. დისტანცია დაიჭირეთ ამ ადამიანთან.

3. არ იძიოთ შური.

4. სცადეთ, მას სერიოზულად დაელაპარაკოთ.

image








7. გარკვეული აკრძალვების დაწესება სხვებისთვის, მაგრამ თავად მათი შეუსრულებლობა

ერთი რამის თქმა და მეორეს გაკეთება თვალთმაქცობაა. არსებობს მიზეზები, რატომაც ხდება ეს:

1. სამართლიანი ადამიანის რეპუტაციის მისაღებად საუკეთესო გზა სამართლიან ადამიანად ყოფნაა. თუმცა, რადგანაც თქმა შესრულებაზე მარტივია, ბევრი ადამიანი სწორედ ლაპარაკს ირჩევს რეალურად რაღაცის გაკეთების ნაცვლად.

2. მეორე მიზეზი თავის მოტყუებაა. ბენჯამინ ფრანკლინის აზრით, ადამიანები გადაწყვეტილებების მიღების დროს ძალიან ცოტას ფიქრობენ. გარდა ამისა, ისინი საკუთარ სისუსტესა და ნაკლს ხშირად აზვიადებენ.

3. მესამე მიზეზი კი თვით-უმეცრებაა. ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, ადამიანს შეუძლია ბევრად უკეთ აღიქვას და შეაფასოს სხვა, ვიდრე საკუთარი თავი.

image








8. არასდროს ტოვებთ ხურდას, მაშინაც კი, როცა ამის შესაძლებლობა გაქვთ.

ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანის ექსტროვერტული თვისებები პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენ ხურდას ტოვებს ის დაწესებულებაში - რაც მეტად ექსტროვერტია ადამიანი, მეტია ხურდის ოდენობაც. ხურდის დატოვების რამდენიმე მიზეზი არსებობს:

1. წაახალისოთ მომსახურე პერსონალი, შემდეგი ვიზიტისას უკეთ მოგემსახურონ.

2. დააჯილდოვოთ მომსახურე ადამიანი.

3. თავი მოიწონოთ საზოგადოებაში.

image








9. დეტალებისაც კი გშურთ.

თქვენი წარმატების შემხედვარეს, ზოგიერთ ადამიანს შურის გრძნობა ეუფლება. შეიძლება, ეს საუკეთესო მეგობარიც კი იყოს.


დარვინის ევოლუციის თეორიის მიხედვით, შური ადამიანის ჩვეულებრივი დამახასიათებელი თვისებაა. ეს მას უბიძგებს, უკეთესი გახდეს და მეტი იშრომოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამასთან გასამკლავებლად რამდენიმე გზა არსებობს, მაგალითად:

1. ყოველთვის ხაზი გაუსვით გონებაში საკუთარ კარგ თვისებებს.

2. სცადეთ, საკუთარი თავის გარდა რამე სხვაზე კონცენტრირდეთ.

image

p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 9 ნიშანი იმისა, რომ ნეგატიური ენერგიის მატარებელი ხართ

image


2. 4 ნიშანი იმისა, რომ დაუფიქრებლად ინადგურებთ ცხოვრებას

image


3. ეს 9 ფსიქოლოგიური შეკითხვა დაგეხმარებათ, ადამიანები გადაშლილი წიგნივით წაიკითხოთ

image

0
4065
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
4065
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0