x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
კუნძულ ბარიზე მაიმუნმა ტურისტ გოგოს მკერდი გაუშიშვლა

image კუნძულ ბალიზე ვინც ყოფილა უჩემოდაც ეცოდინება კუნძულზე, სადაც მაიმუნებს სახელმწიფოს კანონები იცავს, მაიმუნები ძალიან თავხედები არიან, განსაკუთრებით ტყეში.
ისინი ტურისტებისგან უხეშად ითხოვენ საკვებს და არცთუ იშვიათად უტევენ ტურისტებს, რომლებსაც ბრჭყვიალა სამაჯურები უკეთიათმ ცდილობენ ტურისტებს აწაპნონ მძივი, ხელჩანთა და ბევრი რამ.
თუმცა ის რაც ტურისტ გოგოს შეემთხვა ახალი ზელანდიიდან ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, მაიმუნი ეცა გოგოს მკერდზე და მისი ძუძუს გაშიშვლებას შეეცადა კაბისა და ბიუსტჰალტერისაგან.
21 წლის სარა ვეიონმა, რომელიც კუნძულზე ისვენებდა ოჯახთან ერთად, გადაწყვიტა სურათი გადაეღო მაიმუნთან ერთად.

ლამაზი გოგოს ღიმილმა და დეკოლტემ ეტყობა მაიმუნს ვნებები აღუძრა, მამიმუნმა გოგოს ბიუსტის გაშიშვლება მოინდომა, კაბა მკერდს მოაშორა და არც ბიუსტჰალტერის მოშორებაზე იტყოდა უარს სარას, რომ დაეთმო ამისი ნება.

მაიმუნის მოულოდნელმა მოქმედებამ სარა საგონებელში ჩააგდო და კივილი, რომ არ დაეწყო პირი მაგრად მოკუმა, რაც კარგად ჩანს კიდეც სურათზე.

სარას და მისი ოჯახის გულისხმევით ონავარი მაიმუნი გააგდეს და სარამაც ტანსაცმელი მოიწესრიგა.

კუნძულ ბალთან ერთად ბევრ ცხელ ქვეყანაში, სადაც ბლომად ბინადრობენ მაიმუნები, ტურისტებს გიდები აფრთხილებენ თან არ იქონიონ, რაიმე სახის ძვირფასი ნივთი ან ბრჭყვიალა საგნები, რაც მაიმუნების ყურადღებას მიიპყრობს.
უარესი რამეც ხდება რეალურად, ინდოეთში ცნობილი "ტაჯ-მაჰალის" სასახლესთან ახლოს მაიმუნმა საბავშვო ეტლიდან პატარა ბავშვი მოპარა ფრანგ ტურისტს და იქვე ახლოს მდგარი სახლის სახურავზე აიყვანა. საბედნიეროდ მაიმუნმა ჩათვალა, რომ "ტვირთი" მძიმე იყო და ბავშვი იქვე დატოვა, ადგილობრივებმა პატარა სპეციალურად მოტანილი კალათით და თოკებით ფრთხილად ჩამოუშვეს სახურავიდან.
ყველას გასაკვირად ბავშვს ეძინა და უბრალო ნაკაწრიც კი არ ეტყობოდა.

0
263
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
263