x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
პაპარაცები ხშირად დასვენების საშუალებას არ აძლევენ მოგზაურობისას ცნობილ ადამიანებს, ამჟამად ევა ლონგორია გახდა მათი "მსხვერპლი"

image
ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იმოგზაუროს და დაისვენოს ისე, რომ მას ყოველდღე ფოტო თუ ვიდეო კამერით ჩასაფრებული პაპარაცები არ უთვალთვალებდნენ.
პაპარაცმა აბა ფული როგორ იშოვოს ცნობილების სურათები თუ არ გაყიდა ჟურნალ-გაზეთებზეო?-იკითხავს მავანი.

სხვანაირადაც შეიძლება ფულის გამომუშავება, ლამაზი კადრის გადამღები ფოტოგრაფები საკმაოდ სოლიდურ თანხას გამოიმუშავებენ აღნიშნული სურათების გაყიდვით.

თუ ადამიანის პირადი სივრცის თავისუფლებაზეა საუბარი, მაშინ პაპარაცების ქმედება თუნდაც ადმინისტრაციული კანონებით უნდა იყოს დასჯადი.

48 წლის ცნობილი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, აქტივისტი და "ბიზნესვუმენი" ევა ლონგორია მოხვდა პაპარაცების კამერების ობიექტივში.
მსახიობი იტალიის კუნძულ კაპრზე კატერზე ისვენებდა, როცა პაპარაცების "არმადა" დაესხა თავს შორ მანძილზე გადასაღები ობიექტივებით აღჭურვილი ფოტოაპარატებით.

პაპარაცების "თავდასხმას" კი ამ სურათების გამოქვეყნება მოჰყვა.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
577
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
577