x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ულამაზესმა გოგომ, რომელსაც ერთ ფეხზე პროთეზი უკეთია მრავალი ქვეყანა მოიარა და თითოეულ ქვეყანაში ყოფნა პროთეზზე ამ ქვეყნის წარწერით აღნიშნა

image ამ გოგონამ მიუხედავად იმისა, რომ ცალი კიდური ამპუტირებული აქვს და პროთეზს იყენებს, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა და ეს მოგზაურობა ძალზე ორიგინალურად აღნიშნა.
ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, თუ ადამიანი სულიერად ძლიერია.
გოგონამ ნიკით «devgal» "Reddit"-ში გამოაქვეყნა თავისი სურათები, რომლებიც ევროპაში მოგზაურობისას გადაიღო. აღნიშნულმა სურათებმა სწრაფად მოიარა ინტერნეტი. გასაკვირი არაფერი იქნებოდა ამ გოგონას სურათებში, რომ არა ერთი რამ-გოგონა დაიბადა მარჯვენა ფეხის ძვლოვან-ქსოვილოვანი ანომალიით, უშედეგო მკურნალობის შემდეგ 4 წლის ასაკში გოგონას ჩაუტარდა ფეხის ამპუტაცია. გოგონამ დაკარგა ფეხი, მაგრამ მას არ დაუკარგავს სულის სიძლიერე და ოპტიმიზმი მომავლისადმი.
ამერიკელმა გოგონამ დატოვა მშობლიური ფილადელფია და გაემგზავრა სამოგზაუროდ ევროპაში. სწორედ ევროპაში მოგზაურობისას გოგონას დაებადა აზრი და იდეა-იმ ქვეყანაში, სადაც იმოგზაურებდა მოეწყო ფოტოსესია, სწორედ ასე შეიქმნა ის შთამბეჭდავი სურათები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ფოტოსესიების დროს გადაიღო გოგონამ.
თითოეულ ქვეყანაში ყოფნა გოგონამ, აღნიშნა პროთეზზე იმ ქვეყნის სახელის დაწერით და ასეთი პროტეზით სურათის გადაღებით.
გთავაზობთ ამ სიცოცხლით სავსე გოგონას სურათებს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის კადრებით.
პირველ სურათზე გოგონა საბერძნეთის დედაქალაქშია გადაღებული და პროთეზზეც შესაბამისად ათენი აწერია.
ვენა-ავსტრია
image კოპენჰაგენი-დანია
image ბუდაპეშტი-უნგრეთი
image ამსტერდამი-ჰოლანდია
image დუბლინი-ირლანდია
image ბარსელონა-ესპანეთი
image მოხერის კლდეები-ირლანდიის რესპუბლიკა
image მიუნხენი-გერმანია
image პარიზი-საფრანგეთი
image პრაღა-ჩეხეთი
image ბრიუსელი-ბელგია
image სანტორინი-საბერძნეთი
image სტოკჰოლმი-შვედეთი
image ფილადელფია-აშშ, მოგზაურობიდან დაბრუნების მერე საკუთარ სახლთან
image














0
536
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
536