საზოგადოება ინცესტი ქართულად 2012, 29 ივლისი, 13:43 ![]() თუმცა სხვადასხვა საზოგადოება და კულტურები სხვადასხვაგვარად უყურებენ და აწესებენ აკრძალვას ამა თუ იმ ხარისხის ნათესაური კავშირების მიმართ, მაგრამ ზოგადად მაინც ძალზე მკაცრია მშობლებისა და შვილების და და-ძმას შორის ურთიერთობისადმი დამოკიდებულება. ამის მიუხედავად, პოლიტიკური მოსაზრებით, უძველეს ცივილიზაციებში ხშირად დაშვებული და გამართლებული იყო ასეთი ტიპის ინცესტი სამეფო დინასტიებში. რათა შენარჩუნებულიყო ამა თუ იმ საგვარეულოს ერთმნიშვნელოვანი ძალაუფლება და “სისხლის სიწმინდე”, რაც ამ საგვარეულოს ღვთიურ წარმომავლობაზე მეტყველებდა (სხვათა შორის, ამას არც თუ იშვიათად, დინასტიათა გადაშენებაც მოჰყოლია). უინცესტოდ არც ჩვენი სამეფო კარი ყოფილა.მაგალითად იბერიის მეფის ფარსმან პირველის ასული ცოლად ყავდა ბიძამისს, ფარსმანის ძმას, სომხეთში გამეფებულ მითრიდატე იბერიელს. სტატისტიკური მონაცემებით, მშობელთა მხრიდან შვილებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობის რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 50 000-ს აღწევს. გაცილებით დიდია ოჯახის სხვა წევრების მიერ არასრულწლოვანთა გაუპატიურების შემთხვევები – ეს ხალხი მოსახლეობის დაახლოებით 32 %-ს შეადგენს. ამერიკაში ყოველწლიურად 1900 ქალი ხდება ოჯახური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, კანადაში – 17 წლამდე ასაკის ყოველი მეოთხე გოგო, რუსეთში-ყოველწლიურად უფროსკლასელთა 30 %…, კოსტა-რიკაში ახალგაზრდა მარტოხელა დედების 95% სწორედ ინცესტული ურთიერთობის შედეგად დაორსულდა, ძირითად შემთხვევაში კი არასრულწლოვანებზე ხდება ძალადობა … საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ასეთი ანომალიური შემთხვევა იშვიათია. თუმცა ინცესტი ჩვენთვის უცხო, ნაკლებად აქტუალური – დასავლეთისგან თავს მოხვეული პრობლემად არ უნდა ჩავთვალოთ . უბრალოდ ხშირად მსგავსი ფაქტები დამალულია. იშვიათად მაგრამ ყოფილა პირველადი ინცესტი საქართველოშიც, ანუ მშობელსა და შვილს, და-ძმას შორის. რამოდენიმე წლის წინ თბილისში საზარელი და ბუნდოვანი მკვლელობა მოხდა – შვილმა მშობლები მოკლა, და კი დანაშაულის თანამონაწილედ აღიარეს; ბევრი რამ საკმაოდ არაორაზროვნად და-ძმის ინცესტზე მიანიშნებდა. ასევე 2007 წელს გოგონამ სასტიკად მოკლა საკუთარი მამა, რომელიც როგორც აღიარებითი ჩვენებიდან გაირკვა 4 წლის მანძილძე სექსუალურად ძალადობდა შვილზე. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ბავშვთა პროსტიტუციის თითქმის 90 %-ს ინცესტის შედეგად ნაადრევად სექსუალურ ურთიერთობადაწყებული არასრულწლოვნები შეადგენენ გაცილებით ხშირია ინცესტი ბიძაშვილ-მამიდაშვილებსა და დეიდაშვილებს შორის, მეტიც არის ჩვენს ქვეყანაში დასახლებები, სადაც ეს არ ითვლება რაიმე სოციალური ნორმის დარღვევად. მაგალითად ხულოს ერთ-ერთ სოფელში, ბიძაშვილების ქორწინება მიღებულია. ასევე ხშირია ნათესავების ქორწინების შემთხვევა ქურთებში, თუმცა ქართულ კულტურასთან შერწყმამ ნელ-ნელა მსგავსი ფაქტები ქურთებშიც მიუღებლი გახადა . ნათესავების, მოგვარეების ქორწინების მიმართ საზოგადოების დამოკიდემულება ცალასახად უარყოფითია, რასაც უმეტესად რელიგიური მოსაზრებითა და ღვთის შიშით ხსნიან. ღვთიური სასჯელის უამრავ მაგალითსაც ასახელებენ, მაგალითად როგორ ამოწყდა მოგვარე ნათესავებს შეულების შემდეგ გვარის “ცოდვიანი” შტო. როგორ “ვერ გაიხარა” ბიძაშვილთა ქორწინებიდან გამრავლებულმა ნაშიერმა. მართმადიდებლური ეკლესიის პოზიციაც სასტიკად მკაცრია და ინცესტს უდიდეს ცოდვად მიიჩნევს, თუმცა აღიარებს “წმინდა ინცესტს”, რომელსაც კაცობრიბის გამრავლების და გადარჩენის მიზეზით ამართლებს. ბიბლიის მიხედვით ხომ, ადამის და ევას შვილები იყვნენ, ფაქტიურად, პირველი “ინცესტელები”. ასეთივე მოსაზრებით არის გამართლებული სოდომს მოვლენილი სასჯელის შემდეგ გადარჩენილი ლოთისა და მისი ქალიშვილების საქციელი, რომელმაც ჯერ დაათვრეს მამა და მერე მასთან იცხოვრეს. ბიბლიური მაგალითების მიუხედავად ჩვენი რელიგია გმობს სისხლით ნათესავთან სექსუალურ კავშირს და ასეთ წყვილებს მართმადიდებლური ეკლესია ჯვრისწერის ნებართვას არასდროს დართავს. მართმადიდებლური კანონიკით, სისხლით ნათესაობა 7თაობას გადაეცემა. ინცესტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის წესით ისჯება. ეს მუხლი შეტანილი იყო საბჭოთა კავშირის დროინდელ სისხლის სამართლის კოდექსშიც, მაგრამ ის ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებამ ამოიღო კოდექსიდან იმ მოტივით, რომ ასეთი დანაშაულები საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა! დამოუკიდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ინცესტი, თუ იგი არ შეიცავს ძალადობის ნიშნებს, სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. ძალადობის მსხვერპლისთვის კი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ბარიერია გადასალახი, კანონის არარსებობა უნდობლობასა და უიმედობას იწვევს. აღიარების შემდეგ, მსხვერპლი არანაირად არ არის დაცული, ამიტომ ისევ დუმილს არჩევს. დუმილს არჩევენ ოჯახის წევრებიც, რომლებიც შეიძლება ხვდებიან, მაგრამ საქმის გართულება სხვადასხვა მოსაზრებით არ სურთ. ინცესტის გახშირებულ შემთხვევებს ფსიქოლოგები საზარელ რეალობად აფასებენ და გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ. თათია ჩიტიშვილი, ფსიქოლოგი: “ ინცესტი სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირი მოვლენაა, იმაზე ხშირი, ვიდრე ჩვენს საზოგადოებას წარმოუდგენია. თაობათა შორის ინცესტი არის მორალის სრულად დაკარგვის შედეგი, რაც ძირითადად ალკოჰოლიზმის, შიზოფრენიის ფონზე ხდება. ნორმალური ფსიქიკის მქონე პიროვნება ასეთ რამეს არ სჩადის. ჩვენთან ბევრ ისეთ მოვლენას, რასაც მსოფლიო ფიზიკურ ძალადობას უწოდებს, ოჯახურ პრობლემებს არქმევენ, როცა ინცესტი ხდება არასრულწლოვანთან აქ ასპროცენტიანი ძალადობაა ნათესავის მხრიდან. უნდა ითქვას, რომ ქვეცნობიერად ამ დროს მსხვერპლშიც შეინიშნება მიზიდულობისა და პროვოცირების მომენტი. მყოლია პაციენტები, რომლებიც 3-4 ჯერ იყვნენ გაუპატიურებული. მსხვერპლი ნელ-ნელა ეგუება ფიზიკურ ძალადობას, მერე კი ეს ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. იმ შემთხვევაში კი როდესაც საქმე ეხება ზრდასრულ ადამიანებს შორის ინცესტს, კვალიფიკაციის მინიჭება ზედმეტია, უმეტესად ამ შემთხვევაში ქვეცნობიერ სექსუალურ მიზიდულობასთან გვაქვს საქმე, რომელიც თანდათან გრძნობაში გადადის. მოკლედ კაცობრიობას თან სდევს “ოიდიპოსის კომპლექსი”, რომელიც დალექილია თითეულ ჩვენგანში გარკვეული დოზით, გააჩნია რა დოზით მისცემ ქვეცნობიერს გასაქანს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ თუ არ ხდება გენების თავისუფალი მიმოცვლა, იზრდება შანსი სხვადასხვა “მავნე” გენების გაჩენის. უფრო ზუსტად, ხდება “ცუდი” გენების დაგროვება. ერთერთი გამოვლინება შეიძლება იყოს გონებრივი ჩამორჩენაც_ დეგენერატიზმი. ამიტომ აუცილებელია სხვადასხვა გენის შერწყმა, ეს სამედიცინო კვლევებმა მრავლგზის დაადასტურა.” სხვათაშორის შვეიცარია ერთადერთი ქვეყანაა რომელმაც ინცესტი დააკანონა, ზედა პალატის 2010 წლის გადაწყვეტილებით ერთი ოჯახის წევრებს ერთმანეთთან სექსუალური კავშირის დამყარება შეეძლებათ და ამისთვის ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არ მიიცემიან. მოამზადა მაკა დეკანოსიძემ/გაზეთი "ქართული სიტყვა" 8350 16-ს მოსწონს 1-ს არა
|