სხვა გერმანიაში მოპსების უჩვეულო რბოლა გაიმართა 2019, 2 სექტემბერი, 15:38 ![]() გერმანიაში უკვე მეათე წელია ყოველწლიურად ტარდება ცნობილი საერთაშორისო მოპსის ძაღლების რბოლა. მაგრამ წლევანდელი ღონისძიება სრულიად მოულოდნელად შეიცვალა. ჩვეულებისამებრ, ძაღლები პატრონებმა ერთ რიგში ჩაამწკრივეს. მოპსები უკვე მზად იყვნენ შეჯიბრებითვის, რომ მსაჯებმა მოულოდნელად რბოლის გაუქმება გადაწყვიტეს. ოთხფეხა სპორტსმენებისთვის ყოველწლიური შეჯიბრის გადადების მიზეზი ჰაერში ძალიან მაღალი ტემპერატურა დასახელდა, თერმომეტრის ბოძზე ტემპერატურის ნიშნული 34 გრადუსამდე ავიდა. მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთ ტემპერატურაზე მოპსებისთვის სირბილი ძალიან ძნელი იქნებოდა. ძაღლის პატრონები ამ ფაქტმა ძალიან გააბრაზა, მაგრამ მათ უცნაური შეთავაზება მიიღეს: შესთავაზეს საკუთარი ძაღლები გარკვეული დისტანციის შემდეგ თავად შეეცვალათ. ყველას მოეწონა იდეა და სტარტზე მოპსების ნაცვლად მათი პატრონები გამოჩდნენ. ყველამ წარმატებით გაიარა სტარტიდან ფინიშამდე 50 მეტრი, ამ დროს კი მათი ძაღლები მშვიდად ისვენებდნენ ჩრდილში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ რბოლაში არა მარტო ყველაზე სწრაფს, არამედ ყველაზე ნელ "სპორტსმენსაც" აჯილდოვებენ. ასევე ნახეთ Turkish Airlines რეისზე მგზავრმა თავით მინის გატეხვა სცადა სიშიშვლემ კაცი სიკვდილს გადაარჩინა გოგონას ისტორია, რომელიც 7 წელი მძევლობაში იყო კატამ სახლში ნარკოტიკები მიიტანა 49 წლის ქალბატონი 220 უიღბლო პაემნის შემდეგ ძაღლზე გათხოვდა კაცმა ჯეკპოტი თვალებდახუჭულმა მოიგო 46 1-ს მოსწონს
|