სხვა ავსტრალიაში მამალმა ქალი მოკლა 2019, 2 სექტემბერი, 15:31 მამალი მაშინ მიეპარა ქალს უკნიდან, როდესაც სახლის უკან, საქათმიდან კვერცხებს იღებდა.
ავსტრალიაში მამალმა ქალს ფეხზე ჩაუნისკარტა პირდაპირ ვენაში, რის შედეგადაც ქალი სისხლისგან დაიცალა, იტყობინება გამოცემა The Sun. ექსპერტ-კრიმინალისტმა ადელაიდის უნივერსიტეტიდან, პროფესორმა როჯერ ბაიარდმა განაცხადა, რომ სისხლდენა ვერ შეაჩერეს იმის გამო, რომ ქალი ვარიკოზული ვენებით იყო დაავადებული, მანვე მოიყვანა სხვა მაგალითი, როდესაც ვარიკოზით დაავადებული ხანშიშესული ქალი გარდაიცვალა მას შემდეგ, როდესაც კატამ ფეხებზე დაპორჭყნა. "ვცდილობ, ასაკოვანი ადამიანები დავარწმუნო, იმკურნალონ ვარიკოზულ ვენებზე მარტივი ოპერაციის საშუალებით, რადგან ისინი განსაკუთრებით დაუცველია. მიზეზი არა მხოლოდ ცხოველის თავდასხმა შეიძლება გახდეს... ჩვენ ჩავატარეთ კვლევები, რომლებმაც აჩვენენა, რომ ადამიანები ხშირად სისხლისგან იცლებიან უბრალოდ რაიმეზე ფეხის მირტყმის გამოც."-აღნიშნა პროფესორმა ბაიარდმა
გარდაცვლილის ნათესავებმა ითხოვეს არ გაახმაურონ დაზარალებულის ვინაობა და ასაკი.
341 6-ს მოსწონს
|