ჩეჩნების შურისძიება, სნაიპერი "იაკუტის" კვალზე შურისმაძიებლები "იაკუტის" უშუალო მეთაურმა გაიყვანა
სამხედრო თემებში ჩახედულ მკითხველებს გაახსენდებათ დიდი ალბათობით, რუსეთ-ჩეჩნეთის ომში რუსების მხარეს მებრძოლი სნაიპერი ვალოდია იაკუტი!
ის ომის დროს არ იყო რუსეთის რეგულარული არმიის არც ჯარისკაცი და არც ოფიცერი, ის მოხალისედ წავიდა ჯარში და მალევე გაითქვა სახელი, როგორც უძლიერესმა სნაიპერმა.
ვალოდია იაკუტზე, ბევრი რამ დაიწერა, ბევრი კითხვაც გაჩნდა. ისიც ითქვა, რომ ვალოდია იაკუტი სულაც არ იყო რეალური პიროვნება და ის რუსეთის არმიის სპეცსამსახურებმა მოიგონეს, მებრძოლებში საბრძოლო მუხტის გასაღვიძებლად და ასამაღლებლად, თუმცა როცა დაიდო ვალოდია იაკუტის დაბადების მოწმობა და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ მას, დადასტურდა, რომ ვალოდია იაკუტი არ იყო წარმოსახვითი სნაიპერი. მის მიერ მოკლული ჩეჩნების და მათ მხარეს მებრძოლი მებრძოლების რიცხვი, რომელიც "იაკუტის" ნასროლ ტყვიას შეეწირა არაოფიციალური მონაცემებით 300 მებრძოლამდეა.
როგორც კი დასრულდა ომი "იაკუტისათვის" ის დაბრუნდა მშობლიურ კუთხეში და დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და ოჯახს.
ცხოვრობდა გლეხი მეურნის ცხოვრებით, მანამ, სანამ მას არ მიაკითხა რამდენიმე კავკასიური გარეგნობის მამაკაცმა.
აქ დამთავრდა ახალგაზრდა სნაიპერის ცხოვრება, მაგრამ საინტერესოა ვინ იყვნენ ის ადამიანები ან როგორ მიაგნეს შორეულ რუსეთში, გადაკარგულ სოფელში მცხოვრებ სნაიპერს?
რუსეთ-ჩეჩნეთის ომიდან, სადაც "იაკუტი" იბრძოდა წლები გავიდა, "იაკუტი" კი საკუთარ სოფელშიც არ გრძნობდა თავს მშვიდად, მით უფრო მას შემდეგ რაც მისი საყვარელი გენერალი როხლინი "მოიშორეს" თავიდან, როგორც უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი გენერალი, რომლის მკვლელობა მის ცოლს დაბრალდა თუმცა კი ვერ დაუმტკიცდა.
ისევე, როგორც ჩეჩნეთის ომში "იაკუტი" თავის სოფელშიც მარტო იყო, არავის ემეგობრებოდა იყო თავისთვის და მუშაობდა.
ერთ საღამოს კი მის სოფელში გამოჩნდნენ კავკასიური გარეგნობის მამაკაცები, რომლებიც გზაზე ფეხით მიმავალ "იაკუტს" ჩაუსაფრდნენ, როგორც კი მათ გვერდით გაიარა მან, ეცნენ და რამდენიმე წამში მას ბოლო მოუღეს, ჩასხდნენ მანქანაში და სწრაფად გაეცალნენ სოფელს.
როგორც გაირკვა მოგვიანებით, შურისმაძიებელ ჩეჩნებს "იაკუტის" მისამართი მისმა ყოფილმა მეთაურმა მისცა, რომელიც ჩეჩნებმა ფულით მოისყიდეს.
ჩეჩნებმა კი სნაიპერი, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა მათ, აღნიშნულ მისამართზე მისვლისთანამე მოიშორეს თავიდან.
მთელი სოფელი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე "იაკუტს", რადგან იცოდნენ მისი დამსახურება რუსეთის წინაშე.
"იაკუტის" საცხოვრებელი ადგილი რუს ოფიცერს, რომ არ გაეცა, ის იცხოვრებდა მშობლიურ სოფელში დიდხანს და მშვიდად.
თუმცა, როგორც ეს მიღებული იყო რუსეთ-ჩეჩნეთის ორივე ომში, რუსმა ოფიცერმა ღირსებას ფული არჩია.
P.S
პარტიზანობის პერიოდში ქართველი და არა მარტო ქართველი პარტიზანები განსაკუთრებით "ნადირობდნენ" სეპარატისტი აფხაზების, სომეხ, კონფედერაციის და კაზაკების საველე მეთაურებზე.
აიკრძალა პარტიზანული მოძრაობა და სეპარატისტები ისე გათავხედნენ თბილისში დადიან სამკურნალოდ, ამისი მაგალითი გალის აფხაზური ადმინისტრაციის ყოფილი გამგებელი, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის თავდაცვის მინისტრის-მერაბ ქიშმარიას ძმა, რუსლან ქიშმარიაა, რომელსაც თბილისში გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია.