x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"მე მიყვარს საქართველო. არა, მარტო ზღვაზე და ბორჯომზე არ ვამბობ, მე მიყვარს მთელი საქართველო"-რუსი მოგზაური ქალის მიერ საქართველოზე დაწერილი სტატია

image რუსი ტურისტის ქალის სტატიას, სადაც ის საქართველოს უკვე მერამდენედ აქებს რუსულ საიტზე, მის მიმართ შოვინისტი რუსების აგრესია გამოიწვია, თუმცა რუსების იმ ნაწილმა, რომელსაც მართლა აინტერესებდა სიტუაცია საქართველოში მას მადლობაც გადაუხადა და უამრავი კითხვაც დაუსვა.
კითხვები ეხებოდა ქართველების მიერ რუსებისადმი დამოკიდებულებაში, ხომ არ იყო ქურდობის, გამოძალვის ან ძალადობის მცდელობები! რაზეც ეს ახალგაზრდა ქალბატონი სწრაფად აძლევდა პასუხებს და ეუბნებოდა, რომ ყოველივე ეს გამოგონილი იყო აფხაზეთისაგან განსხვავებით, სადაც პირადად ის მეუღლესთან ერთად გაქურდეს.
სტატია ასე იწყებოდა: "მე მიყვარს საქართველო. არა, მარტო ზღვაზე და ბორჯომზე არ ვამბობ, მე მიყვარს მთელი საქართველო.
მე მზად ვარ წელიწადის ნებისმიერ დროს დავბრუნდე აქ, წავიდე ნებისმიერ კუთხეში და დავრჩე დიდი ხნით.
რატომ? ახლავე მოგახსენებთ.
საქართველო-ესაა ულამაზესი მთების სამშობლო

წარმოუდგენლად ლამაზი, ზოგან მწვანეში ჩაფლული, ზოგან ყინულით და თოვლით დაფარული, ზოგან კი უბრალოდ სალი და ამაყად მდგარი კლდეებით.
აკვირდები ამ მთებს და ხვდები თუ რამ მოიყვანა ეს სტუმართმოყვარე და ამაყი ერი სიმცირის მიუხედავად დღემდე.
ამ მთების შეხედვით კითხულობ დიდებულ ქართულ ტრადიციებს, განუმეორებელ ქორწილებს, სადაც დიდი თუ პატარა სუფრის უფროსს-თამადას უსმენს.
ქართველების თითოეული სადღეგრძელო ლექსია, ლექსი, რომელსაც მსოფლიოში ვერცერთ ყველაზე ცნობილი პოეტის წიგნში ვერ ნახავთ და ვერ წაიკითხავთ.
ქართველი მარტო არ მიუჯდება სუფრას და მარტო არ აწევს სადღეგრძელოს, მისთვის სტუმარი უფლისგან გამოგზავნილი სტუმარია, რომელსაც ქართველი ზედ გადაჰყვება, გაიჭირვებს, მაგრამ თავს არცერთ შემთხვევაში არ შეირცხვენს.
უბრალოდ ჩამოდით, ადით საქართველოს მთიან რეგიონებში, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი, შეხედეთ საქართველოს მთებს და თქვენამდე მოაღწევს ქართველი მეომრის ომახიანი ყიჟინა, ცხენით მოტაცებული საპატარძლოს კივილი და სასიამოვნო ქართული სიმღერის ხმა.

საქართველო-ეს ერთი დიდი აქიტექტურაა
მსოფლიოში ვერსად ნახავთ ისეთ კოშკებს, როგორიც საქართველოს ერთერთ ყველაზე ულამაზეს რეგიონში-სვანეთშია, სადაც მრისხანე და მოგუგუნე მდინარის გვერდით ამაყად მდგარან ჯერ კიდევ მედგრად და მედიდურად, ადგილობრივი სვანების (ქართველების) კოშკები.
ზოგიერთი კოშკისთვის საუკუნეების ჟამთასვლას თავისი კვალი დაუმჩნევია, მაგრამ ვერ დაუჩოქებია, ისევე, როგორც ვერავინ დააჩოქა მცირერიცხოვანი, მაგრამ თავმოყვარე და გულადი ქართველები.
თუ გინდათ შეიცნოთ საქართველო უნდა ნახოთ სვანეთში სვანური კოშკები, ხევსურეთში მუცოს ციხექალაქი, კლდეში ნაკვეთი ქალაქები უფლისციხე, ვარძია და დავით-გარეჯი.
თბილისის ძველ უბანში კი ნახავთ უძველეს, მაგრამ სასიამოვნო არქიტექტურის სახლებს, რომლებიც უიშვიათესი ორნამენტებითაა დამშვენებული, რომლებიც ალბათ მსოფლიო არქიტექტურის ნებისმიერ კატალოგს დაამშვენებდნენ.

საქართველო-ესაა ყურძნის ქვეყანა

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მოჰყავთ ყურძენი, მაგრამ ყურძნის ჯიშის ის რაოდენობა, რაც კახეთშია სხვაგან არსად არაა.
ყურძნის სახელს ატარებს ბევრი სოფელი და დასახლებული პუნქტი. ქინძმარაული, წინანდალი, ყვარელი-მიდიხარ ამ გზაზე მანქანით, მიდიხარ და ცნობისმოყვარეობა გძლევს აუცილებლად, გააჩერებ მანქანას და პირველივე გზაზე შემხვედრი ქართველი გთხოვს გააკეთო მისი ღვინის "დეგუსტაცია", რომელიც ვენახის წკნელებზე შემწვარი ცვრიანი მწვადით გაწყობილ სუფრაზე გრძელდება, გრძელდება და მერე ხვდები, რომ თავში "პეპლები დაფრინავენ".
ღვინოს კი ჭიქით კი არ სვამ, არამედ თიხის ფიალით, რომელიც თავს ქართველად გაგრძნობინებს და ცდილობ ისეთი სადღეგრძელო წარმოთქვა, სადაც მთელ სითბოს და სიყვარულს ჩააქსოვ ამ ქვეყნისადმი.

საქართველო-ესაა ჩურჩხელის სამშობლო
საქართველოდან ისე როგორ უნდა წახვიდე ჩურჩხელა არ დააგემოვნო და თან არ წაიღო.
ჩურჩხელას მომზადება მეცნიერებაა, ის მოითხოვს ცოდნას და ამ ცოდნის წყალობით იმდენი ფერის და გემოვნების ჩურჩხელას ხვდები, დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ ხვდები რომელია უფრო კარგი და უფრო გემრიელი.
თხილის, ჩირის და კაკლის გულისაგან დამზადებული ჩურჩხელის მირთმევას ხომ არაფერი სჯობია.
ესაა ბუნების საოცრებას დამატებული ქართველი ქალის ნაოსტატარი, რომლის გემოს ვერაფერი ჩაგინაცვლებთ დედამიწის ზურგზე.

საქართველო-ეს სიყვარულია
თქვენ როდისმე ყოფილხართ სიღნაღში? არა? იცოდეთ ბევრი დაგიკარგავთ, რადგან ეს ქალაქი სიყვარულის ქალაქია. სიყვარულითაა გაჯერებული თითოეული ქვა. სილამაზე იღვრება თითოეული სახლიდან.
აქ მოუთმენლებისთვის 24 საათის მანძილზე მუშაობს ქორწინების დარეგისტრირებისათვის იუსტიციის სახლი.

საქართველო-ესაა ხინკალი

ვერსად და ვერასოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუნდაც ქართულ რესტორნებში თქვენ ვერ დააგემოვნებთ ისეთ ხინკალს, როგორსაც აკეთებენ საქართველოში.
იღებ ხინკალს "კუჭით" კბეჩ მას, პირველად პირში გეღვრება სასიამოვნო და გემრიელი სითხე, შემდეგ სინჯავ ხინკლის შიგთავსს და ხვდები, რომ ეს ის არაა რაც ადრე საქართველოს გარეთ გაგისინჯავს.
არ ვიცი რაშია საიდუმლო, მაგრამ თუ გინდათ გაიგოთ გაიგოთ თუ როგორია ნამდვილი ხინკალის გემო, საქართველოში უნდა ჩახვიდეთ და ადგილზე გასინჯოთ მისი გემო.

საქართველო-ესაა უბრალოება და გულახდილი ურთიერთობა
ქართველთან ხუთი წუთით ვერ ისაუბრებ, რადგან საუბარი სტუმართან საქართველოში ხელოვნების დონემდეა აყვანილი.
ემოციური და გულახდილი საუბარი, რომელშიც გრძნობ, რომ მასპინძელი შენთან გულიდან ამოსული სიტყვებით საუბრობს.
თითოეული ქართველი თავისებური გიდია, რომელთან საუბარში ეცნობი იმ ადგილის ისტორიას, სადაც ის ცხოვრობს.

საქართველო-ეს ფილოსოფიაა
საქართველოზე ამ კუთხით, რომ ისაუბრო ის ვისაც ესაუბრები საქართველოში უნდა იყოს ნამყოფი, ისე ვერ გაიგებს თუ რაშია ამ უდიდესი წარსულის მქონე ერის სიძლიერე, სიდიადე და თვითმყოფადობის საიდუმლო.
ამიტომ ამის გასაგებად გირჩევთ საქართველოში უშიშრად ჩახვიდეთ, რადგან იქ გელიან როგორც უფლის მიერ გამოგზავნილ დიდებულ სტუმარს.
საქართველოში ამბობენ: "Гость от Бога" (სტუმარი ღვთისაა)".

0
194
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
194