Quiz ამ ოპტიკურ ილუზიაში ცხოველია დამალული, იმისთვის, რომ დაინახოთ თავი უნდა გააქნიოთ 2019, 29 აგვისტო, 18:26 დაინახეთ?ინტერნეტში ახალი, სახალისო - შთამბეჭდავი ოპტიკური ილუზია გამოჩნდა. ეს არ არის ტრივიალური თავსატეხი, თუმცა ძალისხმევას თქვენგან ნამდვილად მოითხოვს. ნანოტექნოლოგიის ინჟინერმა, დოქტორ მიშელ დიკინსონმა, ილუზია, პირველად სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და საკუთარ გამომწერებს ერთი აუცილებელი პირობა შეახსენა: სურათზე მიმალული ცხოველის დანახვის მსურველებს, ოპტიკური ილუზიისთვის შეხედვისთანავე თავი უნდა გაექნიათ!
ხედავთ ილუზიას? თავი გააქნიეთ და ნახატს აუცილებლად დაინახავთ!დაინახეთ? თუ არა, კიდევ ერთხელ სცადეთ...სინამდვილეში ხაზებს შორის კატაა დამალული.თუ ზედმეტი რხევისას თავის ტკივილს გრძნობთ ან არ გსურთ ოფისში, თანამშრომლების გარემოცვაში ზედმეტი ყურადღების მიქცევა, მაშინ სურათზე მიმალული ცხოველის დანახვის კიდევ რამდენიმე საშუალება არსებობს.პირველ რიგში, თავის ქნევის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ ეკრანზე, მაუსის საშუალებით, გამოსახულების წინ და უკან გადაადგილება. ეს მოძრაობის სიმულაციას, ძლიერი თავის ტკივილის გარეშე მოახდენს.თუ ამ მეთოდმაც არ იმუშავა, შეეცადეთ ფოტოს სხვადასხვა კუთხიდან შეხედოთ.თუ ცხოველს მაინც ვერ ხედავთ, მაშინ სცადეთ სურათის რაც შეიძლება შემცირება, თუ დაპატარავებულ სურათს შეხედავთ, გპირდებით, რომ კატა აუცილებლად დაგენახებათ.235 შეფასება არ არის |