საზოგადოება "თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?"- ხუზმიაშვილი ყოფილ "რუსთავი 2"- ლებს 2019, 28 აგვისტო, 21:19 ჟურნალისტი და ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი ტელეკომპანიის შენობის "მთავარი არხისთვის" დროებით გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარ კოლეგებსა და "რუსთავი 2" -ყოფილ ხელმძღვანელობას არაკოლეგიალობაში ადანაშაულებს. ჟურნალისტის თქმით, მას ვერ გაურკვევია თუ რატომ არ შეიძლება ყოფილი"რუსთავი 2"-ლების სამუშაო ადგილების დაკავება, მაშინ როდესაც, მათ ყოფილი "იბერიელების" სტუდიები და ნიუსრუმი უკვე დაიკავეს: "იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშორებს, ჯერ კოდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, იბერია დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორიადაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა. თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალიატოსთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემ კოლეგებს, რომლებიც იბერიაში ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ. ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იბერიის შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?" - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.436 შეფასება არ არის |