საზოგადოება "R2 ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია?" 2019, 28 აგვისტო, 11:17 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გავრამია სოციალურს ქსელში კვლავ ყოფილ სამსახურზე წერს. მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიიდან წამოსულებს დასაბრუნებლად ორმაგ და სამმაგ ხელფასს სთავაზობენ. მისივე თქმით, ამ სტილის გაგრძელებაც ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები. "R2 ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია? ხო მართლა, ამ სტილის გაგრძელებაც ხო ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები. ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული რ2 ჩვეულებრივ კი არა, სამმაგ ხელფასებს გადაგიხდით, თქვენი ნებაა. სინამდვილეში, მშვენიერი ფილტრია: ერთდროულად ავლენს გონებრივ შესაძლებლობებს და მორალური დეგრადაციის დონეს (ივანიშვილის ტვზე მუშაობას სხვას ვერ დავარქმევ). მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია"- წერს გვარამია. გვარამიამ რუსთავი ორი მას შემდეგ დატოვა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა არხის დირექტორად პაატა სალია დანიშნა. ტელეკომპანიის დატოვებისდან მალევე გვარამიამ ახალი არხის შემქნა დაანონსა. 9 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა". ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია სახელწოდებით, "მთავარი არხი" რეესტრი უკვე დაარეგისტრირა და მისი ინფორმაციით ის სექტემბრიდან ამოქმედდება. რამდენიმე დღის წინ კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა. 571 2-ს მოსწონს
|