სხვა ბანგლადეშში ტერმინი "ქალწული" გააუქმეს 2019, 27 აგვისტო, 15:20 ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აწი ბანგლადეშელ ქალებს ქორწინების სარეგისტრაციო საბუთების შევსებისას "ქალიშვილობის" აღიარება აღარ მოუწევთ.
ქორწინების სარეგისტრაციო ბლანკზე დეკლარირებისას ქალებს 3 ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა აერჩიათ: „ქალწული“, „ქვრივი“ ან „განქორწინებული“. ამიერიდან სიტყვა „ქალწულს“ „გასათხოვარი“ ჩაანაცვლებს. დანარჩენი ვარიანტები ძველებურად რჩება. მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, მათ განაცხადეს, რომ სიტყვა "ქალწული" დამამცირებელია. ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რა დროსაც საკუთარი სტატუსის შესახებ ანალოგიურ კითხვაზე პასუხის გაცემა კაცებსაც მოუწევთ. ცვლილებები კანონმდებლობაში რამდენიმე თვეში შევა. ბანგლადეშში კანონებს, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია, აკრიტიკებენ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც მას ”შეზღუდულს და დისკრიმინაციულს” უწოდებენ. დღემდე ბანგლადეშის მრავალი გოგონა იძულებულია დაქორწინდეს შუამავლის მეშვეობით და ძალზე მცირე ასაკში. 216 5-ს მოსწონს
|