საზოგადოება ვარსკვლავები, რომელთა ღიმილზეც სტომატოლოგებმა იზრუნეს 2019, 27 აგვისტო, 9:06 ვარსკვლავები ხშირად კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ, რომ მათი ღიმილი მომხიბვლელი გახდეს. კრიშტიანუ რონალდუ მისი "ძველი" ღიმილი მართლაც რომ საშინელი იყო. კრიშტიანუ ბრეკეტებს ატარებდა ზედა და ქვედა კბილებზე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საოცარი ღიმილის მქონეა, დღემდე იყენებს კაპს და ელაინერს. სელინ დიონი მომღერალს კარიერის დასაწყისში ნამდვილად არ შეეძლო ლამაზი ღიმილით დაეკვეხნა, მაგრამ მას წარმატება და დიდება არა ღიმილმა, არამედ ტალანტმა მოუტანა. მომღერალს გაუთანაბრეს კბილების თანწყობა, მოაცილეს კარიესი და რამდენიმე ტონით გაუთეთრეს. მას ახლა მხოლოდ გეგმიური გათეთრების პროცედურები სჭირდება. ტომ კრუზი ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ტომის კბილებმა მისი კარიერა შექმნეს. პროდიუსერები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ მთავარ როლს მანამდე ვერ მიიღებდა, სანამ კბილებს არ გაიკეთებდა. ტომმა გამოიყენა ყელაფერი, ატარებდა ყველანაირი კონსტრუქციის ბრეკეტებს, ამოიღო მუქი ფერის კბილები, ჩაიდგა ინპლანტები, საკმაოდ გადაიხადა გვირგვინის აღდგენებში და მხოლოდ 40 წლის ასაკში გამოასწორა "ღიმილი". დემი მური მსახიობმა კბილები მხოლოდ მას შემდეგ გაიკეთა, რაც ბრიუს უილისს დაშორდა. მაშინ დემი 38 წლის იყო. ახალ გარეგნობაზე დემიმ თითქმის მილიონი დოლარი დახარჯა. კბილების მუდმივობა იყო პროცედურების მთავარი მიზანი. დევიდ ბექჰემი ცნობილმა ფეხბურთელმა მხოლოდ კარიერის პიკზე მიაქცია ყურადღება თავის კბილებს. იქამდე დევიდს საერთოდ არ ანაღვლებდა გარეგნობა, კბილები, თმა, კანი. ამჟამად იგი კერამიკული ვინირით იწონებს თავს, განსაკუთრებით წინა კბილებზე. ვიქტორია ბექჰემი როგორც ჩანს, აზრი, რომ ბრიტანელებს დაბადებიდანვე ცუდი კბილები აქვთ, სიმართლეს შეესაბამება. დევიდის ცოლი, ვიქტორია, ამის ნათელი მაგალითია. მომღერალს მთელი ბავშვობა სტომატოლოგთან აქვს გატარებული, უსვამდნენ ბრეკეტებს, პლასტინებს, მაგრამ კბილები იდეალურობისგან მაინც შორს იყო. როცა დიდებამ მათ ოჯახში შეაბიჯა, ქალმა მაშინვე მიაშურა ახალ პროცედურებს და პრობლემა გამოასწორა. ვიქტორიას ამჟამად ლუმინერები აქვს კბილებზე, რაც ოდნავ განსხავდება ვინირისგან. ნიკოლას კეიჯი მსახიობი ყურადღებას არ აქცევდა კბილების ნერვს, მანამ როლის შესრულებაში არ შეუშალა ხელი. ამიტომ მხოლოდ 40 წლის ასაკში შეძლო ისეთი ღიმილი ჰქონოდა, რომელიც არ შეუშლიდა ხელს არაფერში. მან რადიკალურ ზომებს მიმართა და ყველა კბილი ინპლანტით შეიცვალა. ასევე ნახეთ ვარსკვლავები, რომლებიც განქორწინების შემდეგ ერთმანეთს ვეღარ იტანენ ილონ მასკის ცნობილი ქალები (სურათები) ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავები იყვნენ უსახლკაროები ასი წლის ინგლისელი ქალის სიცოცხლის უცნაური საიდუმლო ყველაზე მომხიბვლელი ინდოელი მსახიობის პატარა ნაკლი, რომელსაც დიდხანს მალავდა ყველაზე დიდ ცხვირიანი მსახიობები (ფოტოები) 375 1-ს მოსწონს
|