საზოგადოება ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავები იყვნენ უსახლკაროები 2019, 25 ივლისი, 13:41 წარმოიდგენდით, რომ ამ ადამიანებს ერთ დროს ძნელი დღეების გადატანა და ქუჩაში გათენება უწევდათ? ზოგს რომ საჭმელიც არ ჰქონდა? ისინი რათქმაუნდა სიზმარშიც ვერ ნახავდნენ, რომ ერთ დღეს ვარსკვლავები გახდებოდნენ, მაგრამ ბედი იმაზე მეტად ლმობიერი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ჰოლი ბერი ზოგს ნათესავების საპატივსაცემოდ არქმევენ სახელს, ზოგს გამოჩენილი აადამიანებს, აი ბერის კი სახელი... სუპერმაკეტის საპატივცემულოდ დაარქვეს! წლების შემდეგ Halle’s Department Store გახდა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა, მაგრამ ბავსვობაში მომავალი მსახიობი მსგავს რამეს ვერც იფიქრებდა. როცა ჰოლი პატარა იყო, მას ხშირად უწევდა მამისგან გალახული დედის ყურება, მოგვიანებით, როცა ჰოლი 4 წლის იყო, მამა სულ წავიდა სახლიდან. საბედნიეროდ ბავსვობის ტრავმები ამბიციურ გოგონაზე არ აისახა. მოზარდობის ასაკიდან დაიწყო ადგილობრივ სილამაზის კონკურსებში გამარჯვება, შემდგომში უკვე ნიუ-იორკშიც გადაინაცვლა. დიდ ქალაქში ფული მალე უთავდებოდა, ამიტომ ხშირად უწევდა უსახლკაროთა სახლში ღამე გაეთია. ჯიმ ქერი როცა ჯიმი პატარა იყო, მის ოჯახს დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა. მამამისი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ცოტა რომ ფული გამოემუშავებინათ, ჯიმს და-ძმებთან ერთად სკოლის იატაკებისა და უნიტაზების რეცხვა უწევდა. ერთ მომენტში მათი ოჯახი ისე გაღარიბდა, რომ ფურგონში საცხოვრებლად გადასვლა მიუწიათ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჯიმი სკოლის დამთავრების შემდეგ მაშინვე არ გამხდარა პოპულარული. ის გარკვეული დროის განმავლობაში რკინის გადასადნობ ქარხანაში მუშაობდა. ბევრი წლის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი გამოტყდა, რომ რომ არ გამხდარიყო მსახიობი დღემდე იმ ქარხანაში იმუშავებდა. სილვესტერ სტალონე მისი ბიოგრაფიის გადახედვისას შეიძლება მოგეჩვენოტ, რომ რაც უფრო უბედური იყო ბავშვობაში, მით უფრო ბრწყინვალებდა მისი კარიერა. სილვესტერს დაბადებისთანავე არ გაუმართლა – დაბადების დროს ექიმებმა სახის ნერვი დაუზიანეს, რაც აისახა კიდეც მის სახის მიმკაზე და ლაპარაკის მანერაზე. შემდეგ იყო რთული მოზარდების სკოლა, დაცინვა უფროსკლასელებისგან და მუშაობა ზოოპარკსი გალიების მწმენდავად. მაგრამ ეს სამუშაო მხოლოდ მიზერული თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევდა, რომელიც ბინის გადასახდელადაც არ ყოფნიდა. ამის გამო მას ქუჩაში მოუწია ღამეების გათენება. როგორც მოგვაინებით სილვესტერმა განაცხადა, მაშინ მისთვის სულერთი იყო ფულს მსახიობობით იშოვნიდა თუ ვინმეს გაძარცვავდა. 395 1-ს მოსწონს
|