x
image
თამილა გურაშვილი
3 რამ, რასაც კაცობრიობის განადგურება შეუძლია - სტივენ ჰოკინგი

image
სტივენ ჰოკინგის აზრით, არსებობს სამი მთავარი საფრთხე, რამაც შეიძლება კაცობრიობა გაანადგუროს:

● ხელოვნური ინტელექტი.

ჰოკინგი შეშფოთებას გამოთქვამს „ძლიერი” ხელოვნური ინტელექტის შესახებ – ინტელექტი, რომელიც ადამიანისას გაუთანაბრდება ან გადააჭარბებს.

"სრული ხელოვნური ინტელექტის განვითარება შეიძლება ადამიანთა რასის აღსასრულის მომასწავებელი იყოს", განუცხადა ჰოკინგმა BBC-ის 2004 წლის დეკემბერში, როცა მეცნიერს კითხვა დაუსვეს ახალი, ხელოვნური ინტელექტის მქონე ხმის სინთეზატორზე, რომელსაც ის იყენებდა.


● ადამიანთა აგრესია.

თუკი ჩვენი შექმნილი მანქანები არ დაგვხოცავენ, შეიძლება თავად გავანადგუროთ კაცობრიობა. ჰოკინგი მიიჩნევს, რომ ადამიანთა აგრესიამ შეიძლება ცივილიზაცია მოსპოს.

"ადამიანთა სუსტი მხარეებიდან ყველაზე მეტად აგრესიის გამოსწორებას ვისურვებდი. შესაძლოა, მას გადარჩენითი ღირებულება ჰქონდა გამოქვაბულში ცხოვრების პერიოდში, რათა მოგვეპოვებინა მეტი საკვები, ტერიტორია ან პარტნიორები, რომლებთანაც გავმრავლდებოდით, მაგრამ ამჟამად ის უკვე განადგურებით გვემუქრება." – ამბობს ჰოკინგი.

● უცხოპლანეტელები.

"თუკი გონიერი უცხოპლანეტური სიცოცხლე არსებობს, შეიძლება ადამიანთა მიმართ კეთილგანწყობილი არ აღმოჩნდეს. თუ უცხოპლანეტელები ოდესმე გვეწვევიან, ვფიქრობ, შედეგი იმის მსგავსი იქნება, როგორიც იყო ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკაში ჩასვლისას, ადგილობრივი ამერიკელებისთვის ამას ცუდი გაგრძელება მოჰყვა." – აღნიშნა ჰოკინგმა

განვითარებული უცხოპლანეტური ცივილიზაცია შეიძლება მომთაბარედ იქცეს და მათი წვდომის არეალში ეძებონ პლანეტები დაპყრობისა და კოლონიზაციისთვის, ამბობს ჰოკინგი. „თუ ასე მოხდა, მათთვის გონივრული იქნება, ყოველი ახალი პლანეტა სათავისოდ გამოიყენონ და მისი რესურსებით მეტი კოსმოსური ხომალდი ააგონ მოგზაურობის გასაგრძელებლად. ვინ იცის, რა იქნება მათი შესაძლებლობების ზღვარი?

0
387
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0