x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
წაგებულ ომს დამნაშავეები სჭირდებოდა - წამებისა და ძალადობის რამდენიმე ფაქტი
image

წაგებულ ომს დამნაშავეები სჭირდებოდა.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი იყო. თქვენ ვერ იპოვით მის ვერც ერთ კადრს თუ გამოსვლას აგვისტოს ომის პერიოდში, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ომის დროს ქვეყანაში არ ჩამოვიდა.

სამხედრო მოქმედებებს კახა ლომაია, გიგი უგულავა, დიმიტრი შაშკინი, იაკობაშვილი და მსგავსი “კვალიფიციური" სამხედრო სტრატეგები ხელმძღვანელობდნენ. ხოლო მხედართმთავარი ხან ჰალსტუხს ჭამდა, ხან ხალხის თვალწინ ფორთხავდა.


ცხადია, ომს დამნაშავეები სჭირდებოდა და ამ დამნაშავეების როლები მოარგეს მათ ვისაც ფული არ ჰქონდათ რომ თავი გამოესყიდათ ამ როლისგან, ან მათ ვინც რაღაც დაინახა.

როინ შავაძე :

2008 წელს, როდესაც ქვეყნის მთავარ მაგისტრალს რუსები აკონტროლებდნენ 23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ შავაძე ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ. საღამოს როინ შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს, ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ციცინო შავაძის თქმით, ის სასტიკად იყო ნაწამები: „მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა“.

სერგო თეთრაძე :

2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. „ჯაშუშობაში მხილებული“, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.

დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად.

image
2
201
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
201
  
2019, 26 აგვისტო, 15:51
სამწუხაროა ძალიან
2019, 26 აგვისტო, 15:43
ბევრად მეტია გარდაცვლილი, მერაბიშვილის მიერ მოგონილ "მუხროვანის ამბოხის" ხალხი სასტიკად აწამეს და ზუსტად ვიცი რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც.
ერთერთი ოფიცერი შარშან თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, იმდენი ურტყეს თავის დროზე. :(
0 1 2