x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოტყუებულმა ქმარმა ცოლს სასამართლოში უჩივლა საყვარლისგან გაჩენილი შვილის გამო

image
ლონდონის უზენაესი სასამართლო განიხილავს რქებდადგმული ქმრის საჩივარს, რომელიც 8 წლის განმავლობაში ზრდიდა ცოლის საყვარლისგან გაჩენილ შვილს, ამის შესახებ იუწყება Dayli mail.-ი.


ბავშვის ნამდვილი მამა გამოდგა ცოლის ყოფილი საყვარელი, ქმარმა ეს ამბავი მაშინ გაიგო, როდესაც ბიჭუნა 8 წლის შესრულდა.ამჟამად ქმარი ცოლისგან მოითხოვს იმ თანხის უკან დაბრუნებას, რომელიც ბავშვს დაახარჯა, აგრეთვე მორალურ კომპესაციას.


ბოლო სხდომაზე მამაკაცმა სასამართლოს წაუყენა მოთხოვნა, რომ აუცილებელია ბავშვმა იცოდეს ნამდვილი მამის ვინაობა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცოლი.ქმრის მოთხოვნას არ დაეთანხმა სასამართლოც, მოსამართლემ დაადგინა, რომ ბავშვისთვის სიმართლის გამჟღავნება მანამდე არ შეიძლება, სანამ სრულწლოვანი არ გახდება, ამასთანავე პრესას აუკრძალა პროცესში მონაწილე და ამ საქმესთან შეხებაში ყველა პირის სახელების ხსენება.

1
219
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
219
  
2019, 28 აგვისტო, 2:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1