საზოგადოება „ნიკას გადაწყვეტილებით ახალ არხზე ყვითელი გადაცემები აღარ იქნება“ - ნანუკა ჟორჟორლიანი 2019, 25 აგვისტო, 9:59 ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი არხის სამომავლო გეგმებზე ფეისბუქ ლაივში საუბრობს. ის აკონკრეტებს, რომ ახალი არხის ეთერში ყვითელი გადაცემები საერთოდ არ იქნება. მისი თქმით, ნიკა გვარამიამ გადაწყვიტა, რომ ყვითელ გადაცემებზე მთლიანად უარი თქვას. „პრინციპში, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით ახალ არხზე ყვითელი გადაცემები აღარ იქნება, ძალიან საინტერესო პროგრამირება იქნება, უცხო და განსხვავებული, რაც მანამდე არ ყოფილა. ყვითელ გადაცემებზე უარის თქმის მიზეზი მთლიანად მესმის. ჩემი გადაცემაც ფორმატს შეიცვლის და იქნება სოციალური თოქ–შოუ თავისი დარბაზით. ძალიან განსხვავებული. რაც მთავარია ჩემი გადაცემა ჩანაწერი აღარ იქნება და ყოველთვის პირდაპირ ეთერში გავა. ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პულსზე ხხელი გვედოს და უფრო დავხვეწოთ. ჩანაწერი კარგავს ჩემს ენერგეტიკას და სტუმარს უკარგავს განცდას, რომ ყველაფერი გავა ეთერში, რასაც იტყვის. ამას გარდა დებატებისთვის აუცილებელია ლაივ რეჟიმი.“ - აღნიშნავს ნანუკა ჟორჟორლიანი. გაჩნდა კითხვები, რას გეგმავს „პროფილის“ გუნდი და მისი წამყვანი მაია ასათიანი. მათ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ამასთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ მაია ასათიანს ის უკვე ესაუბრა. „მე მქონდა მაია ასათიანთან საუბარი, არ დაგიმალავთ. მაგრამ კონკრეტულად რას აპირებს, ამის შესახებ უახლოეს დღეებში თავად მაია გააკეთებს განმარტებას და მე არ ვიქნები კომპეტენტური, რომმ სხვვების ნაცვლად ვისაუბრო. დაველოდოთ და ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერზე და მათ გადაწყვეტილებებზე თავად ისაუბრებენ საჯაროდ, “ - ამბობს ნანუკა. 1281 შეფასება არ არის
|