x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ღვიძლის სწრაფი გაწმენდა სახლის პირობებში

ადამიანის ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საჭიროა წყალი. ის განსაკუთრებით საჭიროა ღვიძლისთვის, რომ მავნე ნივთიერებებისგან მისი გაწმენდა მოხდეს. მაგრამ, ღვიძლის ბუნებრივი გასუფთავება, ხშირ შემთხვევაში, შენელებული ტემპით ხდება და ამიტომ, ჩვენი ორგანიზმის ფილტრისთვის დახმარება არის საჭირო.


image


ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებისგან გასუფთავების ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება — ქიშმიშით ღვიძლის გაწმენდა არის.

ქიშმიში უამრავ სასარგებლო ვიტამინის და მიკროელემენტის წყაროა. მათ შორის არის: კალიუმი, მაგნიუმი, ომეგა–9. მასში არსებული ყველა ნივთიერება სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, გონებრივი შესაძლებლობების ამაღლებას უწყობს ხელს და გულის კუნთის სწორედ და რითმულად მუშაობას აკონტროლებს. ქიშმიში ღვიძლს წიდებისგან (შლაკები) და ტოქსინებისგან ათავისუფლებს და მის ნორმალურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ვისაც ჯანმრთელი ცხოვრების წესით უნდა ცხოვრება და ორგანიზმის გაწმენდას აპირებს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა სწორედ ღვიძლის გაწმენდით უნდა დაიწყოს.

მაღაზიიებში სხვადასხვა ფერის და ფორმის ქიშმიშის ნახვა შეიძლება – ღია, მუქი, გამჭვირვალე, წვრილი, მსხვილი... ჩვეულებრივ, მყიდველი ყურადღებას ღია ფერის და შედარებით სწორი ფორმის მქონე ქიშმიშს აქცევს და მას უფრო ნატურალურად და სასარგებლოდ მიიჩნევს. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით არის. გამჭვირვალობას ქიშმიშის გოგირდის ანჰიდრიდი ანიჭებს, რომელშიც ყურძნის დამუშავება ხდება, ქიშმიშის წარმოების პროცესში. ხოლო, ამ პროდუქტის სწორედ შერჩევა — ღვიძლის წარმატებით მკურნალობის საწინდარია.

ღვიძლის გაწმენდის პერიოდში, საკვები რაციონიდან ისეთი პროდუქტების ამოღებაა საჭირო, როგორიცაა: ჩიფსი, ფასტფუდი, სპირტული სასმელები, ხორცი და კვერცხი. შეგიძლიათ მიირთვათ კურაგა, პერლოვკა, თხილეული, ყველი, შვრიის ფაფა, ხილი და ბოსტნეული. ამ პერიოდში, თავი აარიდეთ ყველა სახის კონფლიქტს, სტრესს და ყოველდღიურ სამუშაოებს. დაისვენეთ, გაერთეთ და კარგი განწყობა შეინარჩუნეთ, – რაც უფრო ეფექტურს გახდის ღვიძლის გაწმენდის პროცესს.


ქიშმიშის ნახარშის რეცეპტი და მიღების წესი


შავი ან მუქი ფერის ქიშმიში – 1 ჭიქა

წყალი – 600 მლ.



image


I. ჩასხით ემალირებულ ქვაბში წყალი > დაამატეთ გარეცხილ ქიშმიში > როდესაც ადუღდება, ქიშმიში ხარშეთ 2 წთ.

II. დაახურეთ თავსახური და დადგით დასაყენებლად 24 სთ-ს მანძილზე

III. ერთი ჭიქა ნახარში მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე 30 წთ-ით ადრე.

IV. ღვიძლის გასაწმენდად 2 დღე სავსებით საკმარისი იქნება, ხოლო მის გასაჯანსაღებლად – 7 დღიანი კურსი არის საჭირო.

V. მკურნალობის პერიოდში, არ უნდა მიიღოთ ცხიმის შემცველი საკვები.


უამრავი ადამიანი, რომელმაც ქიშმიშით გაიწმინდა ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, კმაყოფილი დარჩა და სათანადოდ შეაფასა პროდუქტის მაღალეფექტურობა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქიშმიში თირკმელების ფუნქციონირებასაც ასტიმულირებს და ტოქსიკური ნივთიერებებისგან ასუფთავებს ნაწლავებს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ის მკურნალობის დროს, მხოლოდ ერთ კონკრეტულ ორგანოზე კი არა, მთელს ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს და თუ კვების ყოველდღიურ რაციონს გაამრავალფეროვნებთ და მასში მცირე (1 მუჭა) ოდენობით ქიშმიშს შეიტანთ, რამდენიმე დღის შემდეგ, თავს უკეთესად იგრძნობთ და შრომისუნარიანობაც აგიმაღლდებათ.

imageimageimageimageimageimageimage







3
2408
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2408
  
2019, 18 სექტემბერი, 23:49
გამარჯობათ თუ შეიძლება გამარკვიეთ 3 ჭიქა წყალს რომ ჩავასხავ ქვაბში და 1 ჭიქა ქიშმიშს დაუმატებ უნდა ვადუღო ის 2 წუთი ღვიძლის გაწმენდა მსურს თუ შეიძლება მომწერეთ მეილზე brokertbilisi@gmail.com მადლობთ
2019, 31 აგვისტო, 0:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 აგვისტო, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3