საზოგადოება "რამდენიმე რჩევა "რუსთავი 2"-ში მიმსვლელებს....შენობის კურთხევაზე დრო აღარ დაკარგოთ...." 2019, 23 აგვისტო, 14:30 "კურიერის" ყოფილი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. რამდენიმე რჩევა მიმსვლელებს. “ყავის აპარატიდან ყავა არ დალიოთ. უგემურია. შესასვლელში აკეთებდნენ გემრიელ ყავას- ოღონდ მაგარია -დღეში მაქსიმუმ სამი ჭიქა. მისაღებში რომ სამეულია, იქ არ დაჯდეთ. ქიბარის დატოვებულია – არ ესიამოვნება. ერთადერთი ეგ ტროიკა და მაგიდა დაუტოვა ტელევიზიას 2006-ში და დაუფასეთ თქვენ მაინც. ნიუსრუმში კონდიციონერია გაფუჭებული. წუის და მაგრად ყინავს. პერიოდულად წვეთავს, მაგრამ თბილად ჩაიცვით – თორემ თუ გამორთავთ – უჰაერობა დაგახრჩობთ. ონკანიდან წყალი არ დალიოთ- ტექნიკური წყალი მოდის ყველა ონკანში. ჩემი კომპიუტერიდან D დისკი არ წაშალოთ – ფოტოებს მანდ ვინახავდი და ბექაპი არ გამიკეთებია. შენობის კურთხევაზე დრო აღარ დაკარგოთ- მთლად მოსაყდრე შიოს აკურთხებინეს თავის დროზე – მოსკოვში რომ იყო მაშინ. პროდაქშენისკენ ექსკურსიაზე თუ გადახვალთ – ვინმე ძველი გაიყოლეთ – იმ ლაბორინთებში პირველად მარტო აუცილებლად დაიკარგებით. ფინანსურ დოკუმენტაციებში თუ იქექებით – ჯერ კარგად გაერკვიეთ და ჭორების დაყრა მერე დაიწყეთ. კი მაინც ყველას ჰკიდია რას იჭორავებთ, მაგრამ მაინც. მატარებელი კარგად რომ გაჩერდება- მერე ჩამოდით.” – წერს ლაფერაშვილი. ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2” საკუთარი სურვილით 59-მა თანამშრომელმა დატოვა, მათ შორის არის გიორგი ლაფერაშვილიც. 1135 1-ს მოსწონს
|