საზოგადოება “სპეცრაზმი” რომ დაგჭირდება ძველ სამსახურში შესასვლელად, არის ფსკერი" - ნანუკა ნინო შუბლაძეზე 2019, 21 აგვისტო, 18:27 ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ში ნინო შუბლაძის დაბრუნების ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება, როგორც ირკვევა არხის თანამშრომლები და მოქმედი ჟურნალისტები საინფორმაციოს ხელმძღვანელის სავარაუდო კანდიდატთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ და სრულ დაუმორჩილებლობას უცხადებენ: "სპეცრაზმი" რომ დაგჭირდება ძველ სამსახურში შესასვლელად, უბრალოდ გაკოტრებული ხარ. რეპუტაციულადაც და მორალურადაც. საკუთარ კოლეგებს რომ არ უნდიხარ, არის ფსკერი. დანარჩენი დროის ამბავია. მიყვარს ყველა ღირსეული ადამიანი და ასეთი ბევრია რ2-ში. საკმარისზე ბევრი, "- დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქგვერდზე.658 შეფასება არ არის |