დოლფ ლუნდგრენმა კარგა ხანია რაც 60 წლის ასაკს გადააბიჯა, თუმცა მისი აღნაგობა და შემართება ბევრ 20 წლის ახალგაზრდას შეშურდება.
ალბათ მამის გენები გადაეცა მის ულამაზეს გოგოებს, რომლებიც მამის კვალს მიჰყვებიან.
90-იანი წლების ბოლოს დოლფი დაქორწინდა საიუველირო სამშვენისების დიზაინერზე ანნეტ კვიბერგზე, რომელმაც დოლფს ორი გოგონა გაუჩინა. უმცროსი გრეტა 18 წლისაა ხოლო უფროსი ნამდვილად "მამის გოგოა".
დოლფი და მისი მეუღლე ერთმანეთს 9 წლის წინ დაშორდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად დოლფს გოგონებზე ზრუნვა არასდროს შეუწყვეტია, მეტიც მისი გოგონები დაცული იყვნენ პაპარაცების კამერისაგან, ერთი პერიოდი გოგონები ესპანეთში ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ.
მაგრამ ყოველთვის ვერ დამალავ ყველაფერს, როცა ასი თვალი და ასი ყური გიყურებს და გისმენს, ასე გამოვიდნენ სააშკარაოზე დოლფის გოგონებიც, განსაკუთრებით კი უფროსი გოგო, რომელიც ზედგამოჭრილი მამაა.
სტატიაში საუბარი გვექნება დოლფის უფროს ქალიშვილზე იდაზე, რომელიც 23 წლისაა და უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც მოდელი, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან იდას გარეგნობა მოდელის კარიერაში უწყობს ხელს.
გარეგნობასთან ერთად იდას სიმაღლეც გადაეცა მამისაგან გენეტიკურად, გოგონა 180 სანტიმეტრი სიმაღლისაა.
იდა მამის მსგავსად სპორტითაა დაკავებული, მას საბრძოლო ხელოვნებას მამამ აზიარა და დოლფი ავარჯიშებს ბავშვობიდანვე, როგორც კი იდამ ინტერესი გამოიჩინა საბრძოლო ხელოვნების მიმართ.
დოლფი დღესაც ცდილობს ზედმეტი ყურადღებისაგან დაიცვას შვილები და მათ დიდ დროს უთმობს.
იდას სურს გააგრძელოს მოდელის კარიერა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის გადაეღოთ ფილმში, რომლის პროდიუსერიც დოლფი იყო.
იდა მამასთან ერთად ვარჯიშობს, განსაკუთრებით მეგობრობს ცნობილი მსახიობის და აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ოსტატის ვან დამის ქალიშვილთან-ბიანკასთან, რომელიც საბრძოლო ხელოვნებას მისდევს და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია დაუღალავი შრომით და მომზადებით.
მეგობრები ხშირად სპარინგობენ, რაც მათ ფიზიკურ მომზადებას უწყობს ხელს.
იდას თქმით ცნობილი მამის შვილობა და მისი გატაცება საბრძოლო ხელოვნებით გარკვეულწილად აფრთხობს მის თაყვანისმცემლებს.