რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ სექსუალურად და არა - ვულგარულად (14 ხერხი) 2019, 21 აგვისტო, 10:54 "მოდურობიდან უგემოვნობამდე ერთი ნაბიჯია", - თქვა კარლ ლაგერფელდმა. სამყაროში, სადაც მოდა მუდმივად იცვლება, აუცილებელია საკუთარი ინდივიდუალური სტილის პოვნა. არჩევანი კი იმდენად დიდი გაქვთ, რომ შეიძლება "დაიკარგოთ" კიდეც და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ. იმისთვის, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ და ვულგარულობა თავიდან აირიდოთ, მიჰყევით რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელსაც სტატიაში გაგაცნობთ.
1. სხეული სტრატეგიულად გამოაჩინეთ.სექსუალურობა და მიმზიდველობა იმას არ ნიშნავს, რომ თითქმის შიშველი იყოთ. პირიქით, უნდა იცოდეთ, რა და როგორ დამალოთ ქსოვილის ქვეშ. უმჯობესია, გამოაჩინოთ სხეულის ერთი რომელიმე ნაწილი. მაგალითად, თუ მოღიავებული ზედატანი გაცვიათ, არ შეუსაბამოთ მას მოკლე კაბა და პირიქით.2. პერანგი შარვალში ჩაიტანიეთ.პერანგი კლასიკური სამოსია, რომელიც არასდროს ძველდება და არ გადის მოდიდან. მისი მორგება როგორც შარვალთან, ასევე ქვედაკაბასთანაც შეგიძლიათ. პერანგის ტარების საუკეთესო გზა მისი შარვალში ლამაზად ჩატანებაა.3. სწორად შეარჩიეთ სამკაულები.სწორად არჩეული სამკაული მთელ ლუქზე ახდენს გავლენას. თუ ნეიტრალური ფერის, სადა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ჩაიცმევთ, თვალისმომჭრელი აქსესუარი ან სამკაული ყოველთვის მიიპყრობს საზოგადოების ყურადღებას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი არასდროს არაფერია კარგი და თქვენს ლუქს ყველაფერს ნუ მოარგებთ, რასაც აქსესუარების მაღაზიაში იპოვით.4. შეუსაბამეთ შარვალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ზომას.ზედმეტად გრძელი შარვალი არაკომფორტულია და მალე ჭუჭყიანდება. შეუსაბამეთ შარვალი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ისე, რომ ნაჭერი მიწას არ ედებოდეს.5. თუ საღამოს გადიხართ სახლიდან, ხელები თავისუფალი გქონდეთ.როცა საღამოს მეგობრებთან ერთად გადიხართ სახლიდან, არ წაიღოთ თან ხელჩანთა. უმჯობესია, პატარა, მოსახერხებელი ჩანთა აირჩიოთ, რომლის ჩამოკიდებასაც მხარზე ან წელზე შეძლებთ. ასე ხელები თავისუფალი გექნებათ კოქტეილის ან ტკბილეულის დასაჭერად და უფრო ისიამოვნებთ თავისუფალი დროით.6. ხაზი გაუსვით თქვენი სხეულის ფორმებს.აუცილებელი არაა, ყოველთვის მოდას მიყვეთ და ფული ამა თუ იმ სეზონის ტრენდულ ტანისამოსსა და აქსესუარებზე დახარჯოთ. უფრო მნიშვნელოვანია, იპოვოთ ისეთი სამოსი, რომელიც გიხდებათ.7. სცადეთ, გამოკვეთოთ ყელსაბამი, მაგრამ ზედმეტი ნუ მოგივათ.ყელსაბამის არჩევისას მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ზედატანის ჭრილი. მომრგვალებულჭრილიან მაისურს სხვა ფორმის ყელსაბამი სჭირდება, V ფორმისას კი - სხვა. ყელსაბამის უამრავი არჩევანი არსებობს - თხელი, სქელი, ქალური, სადა, წამახული, მეტალის, ფერადი ქვების და ა.შ. მნიშვნელოვანია, ყელი არ გადაიტვირთოთ ბევრი განსხვავებული და ერთმანეთთან შეუსაბამო სამკაულით.8. გახსოვდეთ, რომ კრემისფერი ფეხსაცმელი თითქმის ყველა ლუქს უხდება.ამ ფერის ფეხსაცმელი ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. ის ყველა კანის ტიპსა და თითქმის ყველა ტანსაცმელს უხდება. თუ შეგეშინდებათ, რომ თქვენი ლუქი ბევრი ფერითაა დატვირთული, მათ დაბალანსებას კანისფერი ფეხსაცმლით შეძლებთ. გარდა ამისა, ეს ფერი ვიზუალურად უფრო მაღალ ფეხებს გამოგიჩენთ.9. იყიდეთ ლეოპარდის პრინტის სამოსი, მაგრამ ზედმეტი ნუ მოგივათ.ლეოპარდის პრინტი სადა სამოსის რიგს ნამდვილად არ მიეკუთვნება. ამ პრინტის მოსასხამით, კაბით, ბლუზით, ჩანთით, ფეხსაცმლით თუ ნებისმიერი აქსესუარით შეუმჩნეველი არ დარჩებით. თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ ამ პრინტის ერთი ან ორი დეტალი ლუქისთვის საკმარისია. საჭირო არ არის, ნამდვილი ლეოპარდივით გამოეწყოთ.10. არ შეგეშინდეთ სხვადასხვა პრინტების კომბინირების, მაგრამ ეს დაფიქრებით გააკეთეთ.ფერების, პატერნებისა და პრინტების კომბინირება შესაძლებელია და თუ ამას სწორად გააკეთებთ, ყურადღებას ნამდვილად მიიქცევთ. ამის სწორად გასაკეთებლად მარტივი წესი არსებობს: 2 კომბინირებული პრინტი ერთსა და იმავე ფერებს ან ორნამენტებს უნდა იმეორებდეს.11. სცადეთ ნათელი, მკვეთრი ფერები.ბევრ ადამიანს ეშინია მკვეთრი ფერების, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება ზედმეტად თვალშისაცემები გამოჩნდნენ. თუმცა, საშიში არაფერი იქნება, თუ მკვეთრ ფერს ნატურალურით დააბალანსებთ, მაგალითად ღია ნაცრისფერს - ყვითლით. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ მთავარი ფერები, როგორიცაა წითელი, ყვითელი და ლურჯი, ერთმანეთთან კარგად მიდის. თუმცა, გახსოვდეთ, ნუ გადატვირთავთ თქვენს ლუქს ზედმეტად ბევრი ჭყეტელა ფერით.12. გქონდეთ ბიუსჰალტერი, რომელიც მაისურს შიგნიდან არ დაეტყობა.როგორც წესი, მაისურები თხელი ნაჭრისგან მზადდება, ამიტომ მის შიგნით ყველანაირი ბიუსჰალტერი ლამაზად არ ჩანს. კარგი იქნება, თუ ასეთი ტანსაცმლისთვის ნეიტალური ბიუსჰალტერი გექნებათ.13. თავისუფალი და მოტკეცილი ტანსაცმელი ყოველთვის კარგად შეესაბამება ერთმანეთს... ნუ, თითქმის ყოველთვის.მოშვებული, თავისუფალი ტანსაცმელი კომფორტულია, მაგრამ ყველა მათგანი სექსუალური არაა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში არ გამოგადგებათ, თუ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე აპირებთ წასვლას. ერთ-ერთი ხრიკი იმისთვის, რომ მოშვებული ტანსაცმელი მოდური გამოჩნდეს, მისი მოტკეცილ სამოსთან ერთად ტარებაა. ასე ლუქს დააბალანსებთ და ღონისძიებაზეც სასიამოვნო შესახედაობა გექნებათ.14. ყურადღება მიაქციეთ დეკოლტეს.როცა საქმე საღამოს ღონისძიებებს ეხება, თითქმის ყველა ქალს სურს, რაღაც უფრო გამომწვევი ჩაიცვას. გამოსაჩენად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სხეულის ნაწილი დეკოლტეა. საუკეთესო შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ლინგერის ხაზის 5-7 სანტიმეტრს გამოაჩენთ და არავითარ შემთხვევაში 10 სმ-ზე მეტს. კარგი ბიუსჰალტერი თავის საქმეს გააკეთებს და თქვენი სხეულის ფორმებს ხაზს გაუსვამს.p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ შევუხამოთ ფეხსაცმელი ნებისმიერ ტანსაცმელს 2. რომელ სუნამოებს ირჩევენ ყველაზე წარმატებული ქალები 3. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 903 5-ს მოსწონს
|