სხვა ჩინელმა ფერმერმა ძველ საწყობში ისეთი რამ იპოვა, რომ ახლა იმპერატორივით ცხოვრობს 2019, 19 აგვისტო, 12:48 ჩინეთის ერთ პატარა სოფელში მოხუცი ფერმერი ცხოვრობდა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება თავს კარტოფილის მოყვანით ირჩენდა. მოსავალს კი იქვე, ბორცვის ძირში საკუთარი ხელით გათხრილ პატარა საკუჭნაოში ინახავდა. როცა კარტოფილის მოსავლის დრო დადგა, მამაკაცმა საკუჭნაოს მომზადება გადაწყვიტა და მთელი დღის განმავლობაში მუშაობით გადაღლილმა, ცოტა ხნით იქვე, დასვენება სცადა.ფერმერი ის იყო წამოწვა, რომ თვალებში კედლიდან გამომავალი უცნარი შუქი ეცა. გაოგნებული მამაკაცი უცებ ფეხზე წამოდგა, კედელთან ახლოს მივიდა და შეეცადა დეტალურად გაერკვია თუ საიდან აღწევდა საკუჭნაოში ეს უჩვეულო შუქი. ფერმერი მიხვდა რომ კედლის გადაადგილება შესაძლებელი იყო, და შეძლებისდაგვარად ის გვერდზე გაწია, ჰოი საოცრებავ, მის წინ კიდევ ერთი ოთახი გამოჩნდა, რომლის ცენტრშიც დიდი ვერცხლის ქანდაკება იდგა.გაოცებულმა ფერმერმა სასწრაფოდ პოლიციაში დარეკა, მათ კი ამ საინტერესო აღმოჩენის შესახებ დაუყონებლივ არქეოლოგთა ჯგუფს აცნობეს. მეორე დღეს ადგილზე პოლიციელები და მეცნიერები მივიდნენ, რომლებმაც ბორცვის საპირისპირო მხრიდან კიდევ ერთი, პატარა კარებიც აღმოაჩინეს.როცა კარების საბოლოოდ გახსნა მოხერხდა, კიდევ რამდენიმე ოთახი გამოჩნდა, რომლებიც ერთმანეთს დერეფნებით უკავშირდებოდა.ერთ - ერთ მათგანში არქეოლოგებმა უძველესი მონეტებით სავსე არაერთი თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს.მოგვიანებით როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ეს მონეტები ჯერ კიდევ სუნის დინასტიის (ჩინეთის იმპერატორთა დინასტია, მისი დამაარსებელია მხედართუფროსი ჯაო კუანინი, რომელიც ცნობილია სატაძრო სახელით ტაიძუ) მმართველობის დროს იქნა დამზადებული. ეს კი, ჩვენს ერამდე დაახლოებით 960 - 1279 წლამდე პერიოდია.ამ ფასდაუდებელი აღმოჩენის ღირებულების შესახებ, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ფაქტი ერთია, სიბერის ჟამს, იღბლიან ფერმერს კარტოფილის მოყვანა შეუძლია უკვე სხვას გადააბაროს და თავად, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველი ცხოვრებით იცხოვროს.564 1-ს მოსწონს |