x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს 11 საჯარო სკოლაში ახალ მერხებს შეიტანენ
image


ახალი სასწავლო წლისთვის დედოფლისწყაროს 11 საჯარო სკოლა ახალ მერხებს მიიღებს. ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 15 საჯარო სკოლაა, საიდანაც 11-ში ახალ ავეჯს შეიტანენ. საერთო ჯამში დედოფლისწყაროში 452 ერთეული ახალი მერხი შემოვა. მერხები მეორე მესამე საფეხურის კლასებისთვისაა გათვალისწინებული.


ახალ მერხებს მიიღებს: ქ დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლა - 60; სოფელ სამრეკლოს სკოლა - 50; ხორნაბუჯის საჯარო სკოლა - 32; გამარჯვების საჯარო სკოლა - 70; ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა - 40; არხილოსკალოს საჯარო სკოლა - 30; ზემო ქედის #1 სკოლა - 25; ზემო ქედის #2 სკოლა - 65; სამთაწყაროს საჯარო სკოლა - 36; ფიროსმანის საჯარო სკოლა - 28; არბოშიკი - 16.


დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ ახალი მერხები მუნიციპალიტეტის სკოლებში, ეტაპობრივად, გასულ წლებშიც შედიოდა, თუმცა ამჯერად პროცესმა უფრო მასობრივი ხასიათი მიიღო.



სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სექტემბრისთვის ჯამში 122 500 სასკოლო მერხისა და სკამის შესყიდვას აპირებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი.


შეგახსენებთ, უკვე დასრულდა დედოფლისწყაროში ორი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, მესამე შენობის ხელხლა მშენებლობა კი ახლა იწყება. „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროში ზემო ქედის და სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო სოფელ ზემო მაჩხაანში ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის ხელახლა მშენებლობა მიმდინარეობს, პროცესი რამდენიმე თვეა დაიწყო.


ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება თითქმის ყველა სკოლის შენობას, სადაც ამის საჭიროება არსებობს. პროცესს დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი კურირებს.

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0