x
" ჯობია მოკეტო" - რატომ გაბრაზდა ბრუს ლის შვილი კვენტინ ტარანტინოზე?
image


ჰონკონგური და ამერიკული ბოევიკების მსახიობის ბრუს ლის შვილმა შენონ ლიმ კინორეჟისორ კვენტინ ტარანტინოს ურჩია მამამისის გამონათქვამების საპასუხოდ " ან მოეკეტა, ან ბოდიში მოეხადა" .


რამდენიმე ხნის წინ ფილმის "ერთხელ ... ჰოლივუდში" პრეს-კონფერენციის დროს ტარანტინომ თქვა, რომ ფილმში ბრუს ლის რეპლიკები მოგონილი არაა და აღებულია რეალური ცხოვრებიდან. მან აღმოსავლური ბრძოლების პირველ მსოფლიო ვარსკვლავს "ძალიან ქედმაღალი ტიპი" უწოდა.


" მე ხშირად ვისმენდი მასზე მსგავსს. კი ის ხშირად ამბობდა, რომ მუჰამედ ალის დააგდებს. ამას დაადასტურებს მისი ცოლი ლინდა თავის ბიოგრაფიაში" - IndieWire-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს ლეგენდარული კინორეჟისორი.



გარდა ამისა, შენონ ლი გაბრაზებული იმის გამოც იყო "მოკალი ბილის" შემქმნელზე, რომ ტარანტინო ჭორს ავრცელებდა, თითქოს ბრუს ლი ამბობდა, რომ ადვილად შეეძლო მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება.


"ტარანტინო თავის ნებაზეა მიშვებული და ბრუს ლის ისე განასახიერებს, როგორც თავად სურს. მაგრამ ამავდროულად ეშმაკობს კიდეც, როცა სხვებს ამაზე უყვება : აი ასეთი იყო ბრუსი, მაგრამ ეს მართლა ასე კი არ იყო, არ დაიჯეროთ"- აცხადებს ლი.


ტარანტინოს უკანასკნელ ფილმი "ერთხელ ... ჰოლივუდში" მოგვითხრობს 1969 წლის კინოინდუსტრიის მოვლენებს. რიკ დალტონი ( ლეონერდო დი კაპრიო), ყოფილი სრიალის ვარსკვლავი, ცდილობს დიდ ეკრანებზე მოხვედრას. მოქმედება ხდება რეჟისორის რომან პოლანსკის ცოლის ტრაგიკული სიკვდილის ფონზე. შერონ ტეიტი ( მარგო რობი) ჩარლზ მენსონის სექტის წევრი იყო.


მაიკ მო, რომელიც ფილმ "ერთხელ... ჰოლივუდში" ბრუს ლის როლს ასრულებს, მხოლოდ ერთ სცენაში ჩნდება. ბრედ პიტის გმირს- კლიფ ბუტს- ის სერიალის გადაღებაზე მიჰყავს. პირველ რაუნდში ბრუსი იმარჯვებს, მეორეში - კლიფი, მესამეში კი ბრძოლა ჩერდება. თავად ტარანტინომ კი ბრუს ლის სახეს "დიდი სიყვარულის პაროდია" უწოდა.







ასევე ნახეთ

კვენტინ ტარანტინო კინოკარიერას ასრულებს


ამსტერდამში 18+ მოკლემეტრაჟიანი ფილმების 5D- კინოთეატრი გაიხსნა


მსახიობები, რომლებმაც პარტნიორები გადაღებებზე გაცნობილი კოლეგების გამო მიატოვეს


25 ფაქტი "ტიტანიკზე", რომელიც აქამდე არ იცოდით


ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავები იყვნენ უსახლკაროები

0
208
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0