სისხლის სამართალი ექიმი,რომელმაც 300 ქალზე იძალადა და ამას "მკურნალობას" უწოდებდა 2019, 17 აგვისტო, 11:20 1963 წლის 16 აგვისტოს დაიბადა უმსხვილი სერიული მოძალადე ლარი ნასარი, რომელმაც ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია ამერიკული სპორტის ისტორიაში, როგორ მოხდა, რომ კაცმა, რომელმაც იძალადა 322 სპორტსმენ ქალზე ამდენი ხნის განმავლობაში დაუსჯელი იყო და რაც ყველაზე ირონიულია ამ საქმეში, ექიმი გაუპატიურებას "მკურნალობას" ეძახდა. წელიწადნახევრის წინ აშშ-ს ნაკრების ექიმი სპორტულ ტანვარჯიშში ლარი ნასერი დააკავეს ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვის და გარყვნილი ქმედებების გამო არასრულწლოვანების მიმართ....ეს იყო დასაწყისი, ამის შემდეგ პოლიციას მიმართა 100-ზე მეტმა ქალმა, ეს ამბავი სულ რაღაც ერთ წელიწადში ნაციონალურ სკანდალად იქცა, ამჟამად 300-ზე მეტი ქალი ადანაშაულებს ექიმს მათ მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში, მათ შორის არიან მსოფლიოში სახელგანათქმული სპორტსმენები და ოლიმპიური მედალოსნები:მაკაილა მარონი, ელი რეისმანი, გაბი დუგლასი და სხვები. ისინი ამტკიცებენ, რომ ლარი წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა მათზე, აუპატიურებდა და ამას ეძახდა "მკურნალობას" ტანმოვარჯიშეებს სჯეროდათ ექიმის, რადგან ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპეციალისტი ქვეყანაში.სხვათა შორის ბევრმა მისმა კოლეგამ იცოდა ნასარის ქმედებების შესახებ, თუმცა გაჩუმებას ამჯობინებდნენ. თუმცა ადრე თუ გვიან ეს საქმე მაინც გასკდებოდა-რომელსაც მინიმუმ 20 წელიწადი დასჭირდა. ლარი ნასარის კარიერა 1978 წელს დაიწყო დეტროიტის გარეუბანში-ის იყო ფემრინგტონის სკოლაში ტანვარჯიშის მწვრთნელი, შემდეგ მისმა რეზიუმე შეაძლებინა სწავლა გაეგრძელებინა მიჩიგანის უნივერსიტეტში, სადაც კინოზილოგია შეისწავლა( კუნთების მოძრაობის სპეციალისტი), სწავლის დასრულების შემდეგ იგი მუშაობდა ფეხბურთელებთან და მძლეოსნებთან. 1986 წელს ლარის გამოუყვეს ერთი ადგილი ნაციონალური სპორტული ტანვარჯიშის ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო შტაბში, პარალელურად ლარის სწავლა არ შეუწყვეტია, 7 წლის შემდეგ უკვე სამედიცინო დიპლომი ჰქონდა, გახდა-ოსტეოპათი( მკურნალობის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ხელებით ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილზე.) 1996 წლიდან ნასარი ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, მაგრამ 2015 წელს მოულოდნელად დატოვა პოსტი "აშშ-ს ტანმოვარჯიშე ქალთა ნაკრებში 29 წლიანი მუშაობის შემდეგ დადგა დრო, რომ წავიდე, ეს იყო შესანიშნავი დრო, ჩემი ცხოვრება უკეთესი გახდა"-განაცხადა მაშინ ნასარმა . 2016 წელს გამოცემა Indianapolis Star-მა გამოაქვეყნა რეზონანსული სტატია იმის შესახებ, რომ აშშ-ს ტანვარჯიშის ფედერაცია დუმილს ამჯობინებდა იმ ფაქტზე, რომ სპორტსმენები სისტემატიურად განიცდიდნენ სექსუალურ ძალადობას მწვრთნელებისგან.კონკრეტული სახელები არ იყო ჩამოთვლილი, თუმცა სულ მალე ერთმანეთზე მიყოლებით ტანმოვარჯიშე გოგონებმა საკუთარი ისტორიები ფართო საზოგადოებას გააცნეს. პირველი ვინც ნასარს ბრალდება წაუყენა რეიჩელ დენჰოლანდერი იყო, გოგონამ განაცხადა, რომ 2000 წელს როდესაც ის 15 წლის იყო წელის ტკივილები ჰქონდა, მივიდა სპორტულ კლინიკაში, სადაც "უმკურნალა"ლარი ნასარმა, გოგონას განცხადებით ის თითებით შევიდა მის ვაგინაში და თან მკერდს უზილავდა, ამასთან ჰქონდა ერექცია, შემდეგ იყო ოლიმპიური ჩემპიონი ჯეიმი დანცშერი, ჯესიკა ჰოვარდი და ჯანეტ ანტილინი, ისტორიები ძალზე წააგავდა ერთმანეთს. 2016 წლის დეკემბერში ნასარი დააკავეს, სახლის ჩხრეკისას ექიმს აღმოაჩნდა ბავშვთა პორნოგრაფიის 37 000 ფაილი, ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი სტივ პენი დაინიშნა ჯეიმი დანცშერის მოპასუხედ, ბევრი ვარაუდობდა, რომ მან ყველაფერი იცოდა, მაგრამ თვალს ხუჭავდა, მალე საზოგადოებამ მთლიანად ფედერაციის გადადგომა მოითხოვა, მალე პენი გადადგა. 2017 წლისთვის მომჩივანთა რაოდენობა 100 -ს აცდა, მათ შორის იყო ტანმოვარჯიშე მაკაილა მარონი- სამგზის მსოფლიო და 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, იგი შეუერთდა მოძრაობა Me Too-ს და ტვიტერზე მოყვა საკუთარ ისტორიას: ვითომ "განსაკუთრებული თერაპიას" ამოფარებული, ექიმი მასზე 13 წლიდან ძალადობდა, ყველაზე საშინელი იყო მის ცხოვრებაში ტოკიოში გამგზავრება, როდესაც თვითმფრინავში ნასარმა რაღაც ძილის ტაბლეტი მისცა და გამოფხიზლდა მხოლოდ ექიმის ნომერში, რა დროსაც ნასარს "მკურნალობა" უკვე ჩატარებული ჰქონდა. "იმ ღამეს სიკვდილი მერჩია"-განცხადა სპორტსმენმა. სასამართლოში ისიც გაირკვა, რომ ნასარი არა მარტო ტანმოვარჯიშე გოგონებზე ძალადობდა, არამედ საკუთარი მეგობრების ქალიშვილებზეც, მათ შორის 6 წლის გოგონაზე. ნასარს ბრალი წაუყენეს- სექსუალური ძალადობა მინიმუმ 250 ახალგაზრდა ქალზე და მოზარდ გოგონზე, ასევე ერთ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც 1992 წლით თარიღდება. 2017 წლის ივლისში ნასარს 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. 2018 წლის 24 იანვარს ნასარს 40-დან 175 წლამდე სასჯელი მიემატა მას შემდეგ რაც დაუმტკიცდა არასრულწლოვანი გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობის შვიდი ბრალდება. 2018 წლის 5 თებერვალს მას მიესაჯა კიდევ 40-დან 125 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მას შემდეგ, რაც აღიარა სექსუალური ძალადობა დამატებითი სამი პუნქტით. 1129 4-ს მოსწონს
|