x
image
Culture Express
რატომ დაიწუნა "მონანიებაში" შეთავაზებული როლი ვერიკო ანჯაფარიძემ? - მსახიობის უცნობი წერილები გარდაცვლილ ქმარს
image

დღემდე ყველასთვის უცნობი იყო რომ მეოცე საუკუნის უდიდეს ტრაგიკოსი, სახალხო არტისტი ვერიკო ანჯაფარიძე გარდაცვლილ მეუღლეს წერილებს სწერდა. ამის შესახებ საუბარია პირველი არხის დოკუმენტური სტუდიიის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში "ვერიკო", რომლის რეჟისორიც ანდრო ჭიაურელია.


წერილების კითხვისას ძნელად თუ იფიქრებთ რომ მისი ადრესატი ცოცხალი ადამიანი არაა, ვერიკო მიხეილ ჭიაურელს ოჯახში მომხდარ ამბებს დეტალურად, სრული სიზუსტით უყვება.

image



"გილოცავ ფერისცვალებას! გუშინ შენი ქალიშვილი ვენეციიდან ჩამოვიდა. რაღაცა პრიზი მიიღო, ფილმის სახელწოდება არ მახსოვს, ძალიან კი აქებდნენ სოფიკოს.


ვენეციას არ დავიწყებიხარ. გაზეთებში იხსენებდნენ 1947 წელს, ფესტივალს, შენს ფილმს, შენს გვარს. მე კი გამიხსენეს, როგორც შენი მეუღლე - "ქალი, რომელიც ნაზი, მელოდიური ხმით, წამღერებით ლაპარაკობდა. .."

ნეტა ეხლა მოასმენინათ ჩემი ნაზი ხმა - ბებერი ყვავი.


ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ძალიან მენტარები, მიყვარხარ.


გაგიკვირდება, თენგიზ აბულაძე, მგონი შენი მოწაფეა, თავის ფილმში როილს მთავაზობს, არა, როლი უნდა ნახო, სულ ერთი ფრაზა: "რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს?!" ეგ წუწურაქი, ეგა! შეეძლო ჩემთვის ცოტა უფრო დიდი როლი შემოეთავაზებინა. არა თუ შენ წინააღმდეგი ხარ არ ვითამაშებ. თუმცა, რატომ გეკითხები? მაინც ხომ ისე გავაკეთებ როგორც მე მინდა? "

imageფოტოზე - მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0