სხვა "როგორც ზღაპარში..“: ცნობილი გახდა, თუ რატომ გაეყარა მალაიზიის ყოფილი მეფე ოქსანა ვოევოდინას 2019, 15 აგვისტო, 14:17 სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიო პრესა მალაიზიის ყოფილი მეფისა და "მის მოსკოვის" - ოქსანა ვოევოდინას ზღაპრული სიყვარულის ისტორიას, თვალს მთელი გულისყურით ადევნებდა. თუმცა, მოსკოვში გამართული მდიდრული საქორწინო ცერემონიიდან მალევე, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. როგორც ცნობილი ხდება, მუჰამედ V(50), რომელმაც სამეფო ტახტი რუსი გულთამპყრობელის - "მის მოსკოვი 2015"-ის ტიტულის მფლობელის გულისთვის დათმო, განქორწინებიდან თავის რჩეულს ზუსტად ერთ წელიწადში დაშორდა.დაუდასტურებელი ინფორმაციით, მალაიზიის სულთანს დიდი ეჭვი აქვს, რომ ვაჟი რომელიც მოდელმა ცოტა ხნის წინ გააჩინა მისი შვილი არ არის.თუმცა, დღესდღეობით, საზოგადოებისთვის ცნობილი მათი განქორწინების სხვა დეტალებიც ხდება, როგორც ირკვევა მუჰამედის რჩეულით აღფრთოვანებული არც მისი გარემოცვა ყოფილა.მალაიზიის ყოფილ მეფეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ასევე, სხვა სულთანებმა მოახდინეს, რომლებმაც ის საბოლოოდ დაარწმუნეს, რომ ვოევოდინა მისთვის წარუმატებელი პარტია იყო. ადრე ის მსგავს განცხადებებს კატეგორიულად უარყოფდა, ალბათ, გვახსოვს კიდეც, მონარქმა სწორედ ამის გამო ტახტზეც კი უარი თქვა."ოჯახმა მუჰამედს გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა, თუ ის მათ წინააღმდეგ წავიდოდა და ოქსანაზე დაქორწინდებოდა, სამეფო ტახტზე უარის თქმა მოუწევდა. საკუთარი რჩეულის სილამაზით დატყვევებულმა მონარქმა თანხმობა ისე განაცხადა დიდხანს არ უფიქრია. შეიძლება, მას იმედი ჰქონდა რომ მისი ოჯახი და მაღალი საზოგადოება დროთა განმავლობაში მის მეუღლეს მაინც მიიღებდა, " - ჰყვება მუჰამედის გარემოცვასთან დაკავშირებული წყარო.ტახტზე უარის თქმის შემდეგ, ყოფილი მონარქი ფიქრობდა, რომ მისი ახლობლები მათ მშვიდად ცხოვრების საშუალებას მისცემდნენ და თავს საბოლოოდ დაანებებდენ. მაგრამ, ეს ასე არ მოხდა... თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, მათი ურთიერთობის დასრულებაში, გადამწყვეტი როლი, სწორედ გარემოცვას მიუძღვის.დღესდღეობით, ვოევოდინა თავის პატარა ვაჟთან ლეონთან ერთად, რომელსაც ჯერ კიდევ ერთი წელიც არ შესრულებია, რუსეთში ცხოვრობს. ამასობაში კი, მალაიზიაში მუჰამედის ნათესავებს დრო უქმად არ დაუკარგავთ და მონარქის პირადი ცხოვრება უკვე მოაწყეს. ოჯახმა მას შესაფერისი საცოლე უკვე შეურჩია.1692 1-ს მოსწონს |