x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გამოქვაბული 2 000 000 $ იყიდება. გაინტერესებთ რა არის შიგნით?
image



არქიტექტორი თავად ბუნება იყო.


როცა პატარები ვიყავით, ალბათ, ბევრ ჩვენგანი მღვიმეში ცხოვრებაზე ოცნებობდა, ამ სურვილის ასრულება ახლა უკვე სავსებით შესაძლებელი გახდა. აუქციონზე გასაყიდად "მსოფლიოში ყველაზე მდიდრული გამოქვაბულია" გამოტანილი, რომელიც ჩვენი წინაპრების დროინდელ საცხოვრებელ მღვიმეებს, დამეთანხმეთ, რომ ნამდვილად არ ჰგავს.


image


შორეულ არკანზასში, მოქმედი სასტუმრო "Beckham Creek Cave Lodge"-ი ერთ დროს ბომბებისგან დასაცავ საგანგებო თავშესაფარს წარმოადგენდა, რომელიც დროთა განმავლობაში ძვირადღირებულ სასტუმროდ გადაკეთდა.


image


სასტუმროს, რომელსაც მხოლოდ 8 სტუმრის მიღება შეეძლო, საკუთარი მიწისქვეშა ლაბირინთი სტალაგმიტები (მინერალური წვეთებისგან, ძირითადად კირისგან, შექმნილი კონუსებრი წამონაზარდი, რომელიც აღმართულია გამოქვაბულის ძირიდან ვერტიკალურად) და სტალაქტიტები (არის გამოქვაბულის თაღიდან კონუსებურ სვეტად ჩამოგრძელებული შვერილი, რომელიც გაჩენილია ჩამოჟონილი კირიანი წყლის წვეთებისაგან), საკუთარი ჩანჩქერი და ჰელიპადი (ასაფრენ-დასაფრენი მოედანი ვეტრმფრენისთვის, შენობის სახურავზე) გააჩნია.


imageimageimage


"Celestial Tea" -ის თანადამფუძნებელმა ჯონ ჰეიმ ის 240 ჰექტარ მიწასთან ერთად 146 000 დოლარად შეიძინა. ბიზნესმენი ფიქრობდა, რომ ცივი ომის დროს გამოქვაბული იდეალური თავშესაფარი იქნებოდა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მან თითქმის 2 000 000 დოლარად, გამოქვაბული რადიოაქტიური ნალექისგან თავის დასაცავ ერთგვარ თავშესაფრად აქცია. ცივი ომის დასრულების შემდეგ, კი მიხვდა, რომ თავშესაფარი აღარ სჭირდებოდა, ამიტომ ის, საკმაოდ სარფიანად გაყიდა. მსოფლიოს ყველაზე მდიდრული გამოქვაბულის ამჟამინდელმა მფლობელმა ის სასტუმროდ გადააკეთა, რომელიც მოკლე დროში ისევ გასაყიდად გაიტანა.


imageimageimage


წყალი სასტუმროსთვის გამოქვაბულის შიდა მხრიდან მოედინება და ის პირდაპირ შესანახ რეზერვუარში ჩაედინება, რომელიც დამატებით გამწმენდ სისტემაში გადის.



image


სასტუმროს ბოლო განახლება 2014 წელს განხორციელდა, და დღესდღეობით ეს "მღვიმე - სახლი" 538-ი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, რომელსაც ოთხი საძინებელი და ოთხი სველი წერტილი აქვს.


imageimageimage

ოთხივე საძინებელი უნიკალურია, თითოეული მათგანი მდიდრული სველი წერტილებით, კომფორტული "სადედოფლო" საწოლებითა და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით არის აღჭურვილი.


image

ასე რომ, განარტოებისთვის თუ გჭირდებათ უკაცრიელი ადგილი, ულამაზესი ბუნებითა და გამოქვაბულის მთელი ქსელით გარშემორტყმული, და რაც მთავარია, არ გეშინიათ თავს ზემოთ დაკიდული უზარმაზარი ზომის ქვის, მოამზადეთ 2 000 000 დოლარი და აისრულეთ თქვენი ბავშვობის ნანატრი ოცნება.


image




0
439
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
439