x
image
გემი დალანდი
1960-იანი წლების ყველაზე ლამაზი ქალი,მეტსახელად ,,დიდი ბიუსტი" (+ფოტოები)

ჯინა ლოლობრიჯიდა 1927 წლის 4 ივლისს დაიბადა ღარიბ და მრავალშვილიან ოჯახში. ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონია, თითქმის სულ შიმშილობდა. ჯინა ადრეული ასაკიდან გაიტაცა ხატვამ და სიმღერამ, მოზარდი კი უკვე გამოირჩეოდა თავისი სილამაზით. 1947 წელს მონაწილეობა მიიღო “მის იტალიის" კონკურსზე და მესამე ადგილი დაიკავა. სწორედ აქედან იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერა.

imageლუიჯინა (ანუ ჯინა) ლოლობრიჯიდა 1960-იანი წლების დასაწყისში ერთერთ მთავარ ევროპელ მსახიობად და სექსსიმბოლოდ იყო აღიარებული. კონკურენციას მას მხოლოდ ბრიჯიტ ბარდო და სოფი ლორენი თუ უწევდნენ.imageimageროცა შეიტყო, რომ ფრანგულად “ლოლო" დიდ ბიუსტს ნიშნავს, ჯინამ ამაში მინიშნება დაინახა და მალე მისი მეტსახელი ლა ლოლო ყველას პირზე ეკერა.იტალიურ მასმედიაში ჯინა ლოლობრიჯიდას და სოფი ლორენის დაპირისპირება “დიდი ბიუსტების" სახელით მონათლეს. პუბლიკა ბჭობდა და ვერ გარკვეულიყო, რომელ მსახიობი იყო უფრო ნიჭიერი და რომელს ჰქონდა უფრო ლამაზი მკერდი.

როცა სოფი ლორენმა გამოაცხადა, რომ მის კონკურენტს სილიკონის მკერდი ჰქონდა, ჯინა საშინლად აღშფოთდა და მოწინააღმდეგეს სახალხოდ გაშიშვლება შესთავაზა, რათა ხალხს თავად გადაეწყვიტა, რომელი მსახიობი იყო უკეთესი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ულამაზესი მსახიობის ფოტოებით დავტკბეთ და დე, თითოეულმა თავად გადაწყვიტოს ამ ორში- ჯინა და სოფი-რომელია უკეთესი.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
































0
882
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
882
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0