სხვა რატომ არ უნდა იხმაროთ თქვენს ეზოსა და ბაღში ჰერბიციდი?! 2019, 11 აგვისტო, 16:40
1. ჰერბიციდს შეიწოვს სამომხმარებლო კულტურები, განსაკუთრებით, გენმოდიფიცირებული ჯიშები, ხოლო შემდეგ ადამიანის ორგანიზმი 15-30%-ს იღებს საკვებიდან. 2. ორსულობის დროს ორგანიზმში მოხვედრილი ჰერბიციდი, შესაძლოა პლაცენტის გავლით გადაეცეს ნაყოფს. 3. ჰერბიციდის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე. 4. ჰერბიციდი ორგანიზმში იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს. 5. მამაკაცებში შეიძლება იმპოტენციის მიზეზი გახდეს. 6. ჰერბიციდის ჭარბად გამოყენების რეგიონებში კვლევებით დადგინდა, რომ მაღალი იყო გენეტიკური მუტაციის შემთხვევები. 7. ჰერბიციდი მიჩნეულია კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად. 8. ჰერბიციდის ზემოქმედებით იცვლება ნიადაგის ქიმიური სტრუქტურა, ასევე უარყოფითად მოქმედებს ფრინველებსა და მწერებზე. 9. გასათვალისწინებელია, რომ ჰერბიციდს ხშირად იყენებენ მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების წინ მათი სწრაფად გამოშრობის მიზნით, რაც ყველაზე მეტად მავნებელია. ყველაფერმა ამან კი, შესაძლოა სულ მალე მიგვიყვანოს მსოფლიო კატასტოროფამდე. თავი აარიდეთ ჰერბიციდის გამოყენებას და ისწავლეთ, როგორ ხდება სარეველების მოშორება მარტივად სახლის პირობებში. თქვენთვის ასევე საინტერესოა:
ალუბლის ეს სასარგებლო თვისებები ნამდვილად გაგაოცებთ
მოცხარი (“სმაროდინა") - ორგანიზმისათვის აუცილებელი ვიტამინების შემცველი კენკრა 310 1-ს მოსწონს
|