x
დიეტ,სილამაზე და ნებისყოფა

imageსილამაზე ქალისაგან ერთგვარ მსხვერლპლს მოითხოვს, რომელიც უმთავრესად წონის დაკლებას უკავშირდება. ყველა ქალს სურს, მოხდენილობა შეინარჩუნოს, მაგრამ საამისოდ დიდი მოთმინება და ნებისყოფაა საჭირო.ნებისყოფა კი უნდა გამოიმუშაოთ. სხვაგვარად გემრიელი საკვებისაგან თავის შეკავება გაგიჭირდებათ.

იმის ცოდნა, რომელი პროდუქტებია სასარგებლო, არ კმარა- ზოგადად, კვებისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოტ, გარკვეული ჩვევები გამოიმუშაოთ, იკვებოთ ზომიერად, მცირე ულუფებით და განსაზღვრულ დროს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევებს:

1)დაძაბეთ ნებისყოფა და თავი შეიკავეთ "სახიფათო" საკვებისაგან, რომელიც წონის მომატებას უწყობს ხელს.ნუ შეიძენთ მრავალგვარ ნუგბარს და ისეტ ადგილას ნუ შეინახავთ, რომ თვალში მოგხვდეთ.


2)ეცადეთ, მაცივარში მუდამ გეწყოთ რამდენიმე სახის დაბალკალორიული საკვები, რათა არჩევნის საშუალება გქონდეთ.

3)ერთი კვებიდან მეორემდე დიდი ხანი (4-5საათი)არ ინდა გავიდეს.რაც უფრო ძლიერ მოგშივდებათ, მიტ უფრო მეტს შეჭამთ

4)გადაიტანეთ ყურადღება სხვა შაგანზე, გაიჩინეთ საქმე, რათა საკვებზე ფიქრისთვის ნაკლები დრო დაგრჩეთ.

5)წონის დასაკლებლად ყველა ადამიანს სხვადასხვა დრო სჭირდება. ზოგი კვირაში თითო კილოგრამს იკლებს, ზოგი კი, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ამ ხნის განმავლობაში ამის ნახევარსაც ვერ იცილებს. ზოგს თავისი ნამდვილი წონის დადგენა უჭირს, რადგან ადვილად კარგავს და აღიდგენს სითხეს, რაც ხელს უსლის წონის ნამდვილ მაჩვენებელის გაკონტროლებას

ექიმის მიერ დანისნული კვების და ფიზიკური აქტივობის რეჟიმი მაშინაც უნდა დაიცვათ, როცა წონის კლებას ვერ ამჩნევთ. შეამოწმეტ, რა ცვლილებებს განიცდის თქვენი სხეულზე ტანსაცმელი.

აიწონეთ კვირაში ერთხელ, დღის ერთს და იმავე დროს.

ზოგჯერ ჭამის მოთხოვნილება ისე ძლიერდება, რომ ტავს ვეღარ ერევით. ამ შემთხვევაში უნდა დააკვირდეთ:

1)ხომ არ მიიღეთ აკრძალული საკვები;

2) როდის მძაფრდება ჭამის მოთხოვნილება - სარამოს, უქმე დღეებში თუ შუა კვირაში;

3)როგორი ანტენსივობის და Xანგრძლივობისაა შიმშილის შეტევა;

4)ხომ არ არის ის გამოწვეული ტრამვით, სტრესიტ ან ძლიერი ემოციით.

ეს უსიამოვნო შეგრძნებები აღარ შეგაწუხებთ, თუ ზედმიწევნით დაიცავთ რამდენიმე წესს:

1)მიირთვით დღეში 5-ჯერ;

2)მიირთვით 3-4 საათში ერთხელ;

3)ჭამეთ ნელა, დააგემოვნეთ თითეული ლუკმა.იგრძენით საკვბის სუნი, გემო, დატკბით ყურებით.ამას ადვილად მოახერხებთ, ტუ ჭამის დროს სხვა ღამით არ ხართ დაკავებული: არ უყურებთ ტელევიზორს, არ კითხულობთარ არ დადიხართ.

დააკვირდით თქვენს ემოციებს:შეადგინეთ იმ საქმიანობის გრაფიკი, რომელიც ჭამას დაგავიწყებთ( ვარჯიში, მეგობრებთან სტუმრობა, რაიმე გასართობი ჰობი და ა.შ).

1
225
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ქაროსანიძე
გიორგი ქაროსანიძე
225
  
2012, 27 ივლისი, 21:06
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს :D:D:დ
0 1 1