x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ზედმეტი სიმაღლე ანუ დისკომფორტი მაღალი ადამიანებისათვის, რა სახის პრობლემებს უქმნის ის მაღალ ადამიანებს

image თუ თქვენ მაღალი ხართ დარწმუნებული ვარ თუნდაც ერთხელ მაინც აღმოჩნდებოდით უხერხულ სიტუაციაში, ეს იქნებოდა ჭაღთან თავით შეჯახება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას ტრანსპორტის კარის ჩარჩოს ზედა ნაწილთან თავით შეჯახება თუ საკუთარ მანქანაში ჩაჯდომისას ანალოგიურ სიტუაციაში მოხვედრა.
პირადად სამხედრო სასწავლებელში სწავლისას ხშირად მინახავს ერთერთი კურსანტი სიმაღლის გამო (2 მეტრი და 5 სანტიმეტრი სიმაღლის გახლდათ) როგორ ხვდებოდა ხშირად კურიოზულ სიტუაციებში.
ჯერ იყო და საწოლზე ვერ დაეტია და საწოლს რიკულები გამოაცალეს ფეხების მხარეს.
საველე სწავლებებზე გაყვანისას კი ავტობუსის ლუქიდან ჰქონდა თავი ამოყოფილი, რადგან ავტობუსში ფეხზე მდგარი მოხრილიც კი ვერ ეტეოდა,
სიმაღლე კარგია კალათბურთელისათვის, ხელბურთელისათვის თუ ფრენბურთელისათვის. ასეთ ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი ისე აქვთ მოწყობილი ჭერის სიმაღლით დაწყებული და საწოლის ზომით დამთავრებული მაქსიმალურად იყოს ყველაფერი მათთვის ადაპტირებული.
წარმოიდგინეთ კალათბურთელი, რომელიც იძულებულია ისარგებლოს სტანდარტული ლიფტით ან ტაქსით, სადაც მოხრილ მდგომარეობაში, სრულ დისკომფორტში უწევს ყოფნა.
პირის დასაბანად ნიჟარასთან მუხლებზე დგომა მგონი არ უნდა იყოს მთლად სასიამოვნო ან როცა საზოგადოებრივ საპირფარეშოში ლამის ნახევარი სხეულით ჩანხარ.
ახლა კი წარმოგიდგენთ მაღალი ადამიანების ფოტოკოლაჟს, რომელთა დათვალიერების მერე მიხვდებით თუ როგორ დისკომფორტში უწევთ მათ ცხოვრება.
თუმცა ეს ადამიანები შეგუებული არიან ამ პრობლემებს და პოზიტიურად უყურებენ ცხოვრებას.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage























0
249
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
249