საზოგადოება ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე - ფოტოებო, რომლებიც შეგძრავთ! 2019, 8 აგვისტო, 0:55 ყველა ჩვენგანს გვინახავს ტრაგედიის ადგილას გადაღებული ფოტოები, თუმცა არსებობს ფოტოები, რომლებიც მათზე უფრო საშიშად გვეჩვენება, ეს არის ფოტოები, რომლებიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული. უილიამ შექსპირი ამბობდა "ადამიანები თავიანთი ბედის ბატონები არიანო?, თუმცა ეს ყოველთვის ასე როდია. ჩვენ მოვიძიეთ ფოტოები, რომელიც ამ ადამიანებმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით, ან საათით ადრე გადაიღეს, ან გადაუღეს მათ. ამ ფოტოების გადაღებისას უბედურებას არაფერი მოასწავებდა, თუმცა... კოსმოსური შატლ „ჩელენჯერის“ ეკიპაჟის ბოლო გზა, 1986 წლის 28 იანვარი. „ჩელენჯერი“ 73 წამის შემდეგ დაიმსხვრევა. ეკიპაჟის შვიდივე წევრი დაიღუპა. ფოტოგრაფმა რობერტ ლანდსბურგმა ვულკან წმინდა ელენეს (სენტ-ჰელენსი) 1980 წლის 18 მაისის ამოფრქვევისას ფერფლის კედელი გადაიღო. ფოტოგრაფი დაიღუპა, მაგრამ ფირები სხეულით დაფარა. ექთანი მაინგა ნ'სეკა 1976 წელს ებოლას ციებ-ცხელებისას. ექთანი დასნებოვნდა და ამ ფოტოს გადაღების შემდეგ მალევე დაიღუპა. 14 წლის კიტ სეპსფორდი სიდნეიდან იაპონიაში გადამფრენი თვითმფრინავის შასიზე დაიმალა. მოყვარული ფოტოგრაფი ჯონ გილსპინი თავის ახალ ობიექტივს ცდიდა და კიტის 60 მეტრი სიმაღლიდან ვარდნა შემთხვევით გადაიღო. RIRA-ს ტერაქტი ომაში (ჩრდილოეთ ირლანდია), 1998 წლის 15 აგვისტო. დაიღუპა 29 ადამიანი, 220-ზე მეტი დაიჭრა. ფოტოზე გამოსახული მამაკაცი და ბავშვი გადარჩნენ, ფოტოგრაფი დაიღუპა. უილიამ „დეივ“ სანდერსი - მასწავლებელი, რომელმაც 1999 წლის 20 აპრილს „კოლუმბაინის“ სკოლაში მასობრივი ჟლეტის დროს კაფეტერიიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა და გადაარჩინა. თავად მკერდში 2 ტყვია მიიღო და დაიღუპა. დეივ ჰოლიმ თავისი მეუღლისა და 4 წლის გოგონას უკანასკნელი ფოტო გადაიღო. ისინი რეის MH17-ის ბორტზე, უკრაინის ტერიტორიაზე დაიღუპნენ. ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიარეისს FH-227-ის ბოლო ფოტო. თვითმფრინავი 1972 წლის 13 ოქტომბერს ანდებში დაიღუპა. 45 მგზავრიდან 27 გადარჩა. მათ გარდაცვლილთა შეჭმა მოუწიათ. 72 დღის შემდეგ მაშველებმა ცოცხალი მხოლოდ 16 ადამიანი აღმოაჩინეს. რობერტ ოვერაკერმა გადაწყვიტა ნიაგარის ჩანჩქერიდან წყლის თხილამურებით გადმომხტარიყო. გარკვეულ დროს პარაშუტი უნდა გახსნილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი ფოტოზე. ვიდეორეგისტრატორის კადრები: კომპანია TransAsia Airways-ის რეისი 235 კატასტროფით დასრულდა. ტაიბეი (ტაივანი), თვითმფრინავი აფრენიდან 3, 5 წუთში ჩამოვარდა. 58 მგზავრიდან მხოლოდ თხუთმეტი გადარჩა. ჟილ ლეკლერი და მარიანა ლაბანანი - მათ სელფი პარიზულ კლუბ Bataclan-ში გადაიღეს, სადაც Eagles of Death Metal-ის კონცერტი უნდა გამართულიყო. მაგრამ კლუბში შეიარაღებული ხალხი შემოვარდა და სროლა დაიწყო. ჟილი დაიღუპა, მარიანა გადარჩა. გორილა ჰარამბეს სიცოცხლის ბოლო წამები. 2016 წელს ცინცინატის ზოოპარკის ვოლიერში ჩავარდნილი ბავშვის გადასარჩენად გორილა მოკლეს. უესტ მილფორდმა ეს ფოტო ნიუ-ჯერსიში ლაშქრობისას გადაიღო. მას ფოტოზე გამოსახული დათვი თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად მილფორდი დაიღუპა. ამავე თემაზე:10 საშინელი ფოტო, რომელიც ტრაგედიამდე წამით ადრეა გადაღებული (ნაწილი III)15 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული (ნაწილი II) 7 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული 1551 1-ს მოსწონს
|