საზოგადოება ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება 2019, 7 აგვისტო, 17:36 10 აგვისტოს 19:00 საათზე, ბათუმის„ბიბლუსი გალერეაში“ (მემედ აბაშიძის #52) მკითხველს შეხვდებიან ქართველი მწერლები: გიორგი კეკელიძე, ალეკო შუღლაძე და „დამარხული ვაზის“ ავტორები: მალხაზ ჯაჯანიძე და არტური ურკევიჩი. ღონისძიებაზე გაიმართება წიგნების წარდგენა: გიორგი კეკელიძე - „სიკვდილი პიცერიაში“, „გურული დღიურები“; ალეკოშ უღლაძე - „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“; მალხაზ ჯაჯანიძე, არტური ურკევიჩი - „დამარხული ვაზი“. გიორგი კეკელიძე გამორჩეული წერის მანერითაა ცნობილი, რომელიც მკითხველმა დიდიხანია შეიყვარა. კეკელიძის იუმორი, წერის მარტივი სტილი ყველასთვის მისაღებია. გარდა იმისა, რომ ღონისძიებაზე პროექტის „იკითხე ქართული“ ფარგლებში გამოსული „გურული დღიერების“ წარდგენა გაიმართება, მკითხველი ავტორის ახალ წიგნს „სიკვდილი პიცერიაში“ გაეცნობა. ამ წიგნის მკითხველი ხან შემზარავი დანაშაულის მოწმე გახდება, ხანაც გამომძიებელი, შეეცდება, კვალიარდაკარგოს და მსხვერპლივით, გულუბრყვილოდ არ გაებას ინტრიგის ქსელში. ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი მწერლის, ალეკო შუღლაძის ახალი რომანი „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ კი მკითხველს მსუბუქი იუმორისა და ადამიანური გრძნობების პარალელურად, ძალიან ღრმა და ეგზისტენციალურ თემებზე ფიქრს სთავაზობს და უამრავ რამეზე უცვლის წარმოდგენას. ლატვიელი ჟურნალისტის, არტურ იურკევიჩისა და მალხაზ ჯაჯანიძის წიგნი „დამარხული ვაზი“ კი აფხაზეთის ომს სულ სხვა თვალით დაგანახებთ. აქ ვერ იხილავთ ვერც პოლიტიკას, ვერც ჰეროიზმს. ეს არის სიყვარულით, ტკივილით, სინანულით, მონატრებით დაწერილი წიგნი. ღონისძიებაზე მოსულსტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან ავტორებს მათთვის საინტერესო კითხვები, აიღონ მათგან ავტოგრაფები, გადაიღონ ფოტოები. ღონისძიების ფარგლებში ქართველი მწერლების წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/866646077042814/ 9 2-ს მოსწონს
|