საქართველო ის,რაც ერთმორწმუნესაც არ უნდა აპატიო 2019, 7 აგვისტო, 13:31 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი შესრულდა. 11 წლის წინ, რუსეთმა პირველად გაამჟღავნა რეალური ზრახვები საქართველოსთან მიმართებაში და ღიად წამოიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. ომის გამოცხადებას წინ სამხედრო მზადება და რუსეთის პოლიტიკური ავტორიტეტების შემაშფოთებელი, მუქარისშემცველი განცხადებები უძღოდა, რაც, ძირითადად, ნატო-საქართველოს ურთიერთობებს შეეხებოდა, რითიც, ცხადია, ჩრდილოელი მეზობელი კმაყოფილი არასდროს გახლდათ.
ომში დაიჭრა და დაიღუპა რამდენიმე ქართველი და ერთი უცხოელი ჟურნალისტიც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსულ-ქართული ურთიერთობები დიდად სტაბილური არასდროს ყოფილა, მაგრამ ვითარება გნსაკუთრებით 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა. რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ფაქტით გაღიზიანებას აღარც კი მალავდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს ტრანსატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის შესაფერხებლად რუსეთი ძალებს არ დაიშურებდა. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, ის რაღაც “ გარკვეულ საშინაო პასუხსა და მონახაზებზე “ ალაპარაკდა. 2008 წლის 31 მაისს რუსეთმა აფხაზეთში, სარკინიგზო ხაზის აღდგენის მოტივით, ჯარები შეიყვანა, სამუშაოეები კი დაახლოებით 7-8 ივლისს დაასრულა. უკიდურესად იძაბებოდა ვითარება ცხინვალშიც, რუსეთი პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობდა. თვის ბოლოს, რუსული მხარე საერთოდ საქართველოსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო კონფლიქტის რეალურობაზე ალაპარაკდა.
ქართულმა სამხედრო ძალებმა ცხინვალის დაკავება შეძლეს. ოდნავ მოგვიანებით, რუსულმა სამხედრო ავიაციამ ძლიერი იერიში განახორციელა, რასაც ქართულმა ძალებმა, სამწუხაროდ, დიდი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და უკანდახევა დაიწყეს. რუსეთი ცხინვალით დაკმაყოფილებას არ აპირებდა. მან იერიში მიიტანა გორზე, დაბომბა სხვა სამხედრო და ეკონომიკური ობიექტები, მაგალითად: ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი და სხვა. რუსული არმია სულ უფრო და უფრო წინ მოიწევდა, ოკუპანტები უკანდახევას არ აპირებდნენ, იკავებდნენ წმინდად ქართულ სოფლებს ზემო აფხაზეთის, ზუგდიდის, საჩხერის და გორის რაიონებში. აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაახლოებით ხუთი დღე გრძელდებოდა. საომარი მოქმედებების შეწყვეტა ევროკავშირის ჩარევის, კერძოდ, ევროკავშირის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე ხელმოწერის შედეგად მოხდა. აღნიშნულ გეგმას ხელი ჯერ მოსკოვში მოაწერა პრეზიდენტმა მედვედევმა და მერე თბილისში- პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ნიკოლა სარკოზის გეგმის მიხედვით, რუს სამხედროებს საქართველოს ტერიტორია ერთი თვის ვადაში უნდა დაეტოვებინათ და ომამდე სტატუს-კვოს დაბრუნებოდნენ, თუმცა რუსეთმა გეგმის ეს ნაწილი არ შეასრულა. რუსმა სამხედროებმა საქართველოს ტერიტორია არასრულად დატოვეს და რუსული საოკუპაციო ძალები დღემდე რჩებიან სქართველოში. რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აგვისტოში აფხაზეთი და ე. წ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. ამ აღიარებას მხოლოდ ხუთმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი . ესენია : ვენესუელა, ნაურუ, ნიკარაგუა, ვანუატუ და ტუვალუ. აღსანიშნავია, რომ ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარება შეცვალეს და დღეის მდგომარეობით, რუსეთის გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიებს მხოლოდ სამი სახელმწიფო აღიარებს. 422 2-ს მოსწონს
|