საზოგადოება "სულ გაწევა-გამოწევა რომაა, ფესტივალი იქ არ ჩატარდეეეს, აქ არ ჩატარდეეეს და ეგეთები.." 2019, 6 აგვისტო, 1:02 ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში GR Fest-ის შესახებ სახალისო პოსტს წერს. ის ფესტივალის ორგანიზატორებს რაჭას სთავაზობს და ფესტივალის იქ ჩატარებას ურჩევს. მისი თქმით, ეს რაჭის ეკონომიკას ძალიან წაადგება და ასევე მიტოვებული ციხეები, რომლებიც რაჭაში მრავლადაა, ბედნიერი იქნება ამდენი ჩიტირეკია ადამიანის ხილვით. "სულ გაწევა-გამოწევა რომაა, ფესტივალი არ ჩატარდეეეს, იქ არ ჩატარდეეეს, აქ არ ჩატარდეეეს, წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას მუსიკა არ მოასმენინოოთ და ეგეთები.. ჩამოდით თქვე გაჭირვებულებო რაჭაში, მეტი საქმე არა გვაქვს რაჭველებს, წვრილმანებზე ავიშალოთ ნერვი. საერთოდაც გაისად მივხვდებით, იყავით თუ დაგვესიზმრეთ. ჩამოდით, ჩამოიყვანეთ სტუმრები, რას ეჭიდავებით, ვისაც არ უნდიხართ. წინასწარ გაგვაფრთხილეთ ოღონდ, მოვემზადოთ, რომ მშივრები არ დაიხოცოთ, მობილიზებას გავუკეთებთ ლობიოს. რაჭის ეკონომიკას მოუხდება ფესტივალი. იმდენი მიტოვებული ციხეა სამოთხისებურ ბუნებაში, ბედნიერი რომ იქნება ამდენი ჩიტირეკია ადამიანის ხილვით" 10 აგვისტოს აჭარაში, პეტრას ციხეზე დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სხვა ლოკაციაზე ჩატარდება. ორგანიზატორების განმარტებით, ამის მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობისა და სასულიერო პირების პროტესტია. 154 1-ს მოსწონს
|