საზოგადოება 10 საშინელი ფოტო, რომელიც ტრაგედიამდე წამით ადრეა გადაღებული (ნაწილი III) 2019, 5 აგვისტო, 18:48 ყველა ჩვენგანს გვინახავს ტრაგიკული შემთხვევების დროს გადაღებული ფოტოები. ისინი უსიტყვოდ არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევენ ჩვენში, თუმცა არსებობს ფოტოები, რომლებიც მათზე უფრო საშიშად გვეჩვენება, ეს არის ფოტოები, რომლებიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული.
ჩვენ მოვიძიეთ ფოტოები, რომელიც ამ ადამიანებმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით, ან საათით ადრე გადაიღეს, ან გადაუღეს მათ. თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ არის მასში რაღაც საშიში და მისტიური. ფრიდაივერი ნიკოლას მევოლი თავისი ბოლო ჩაყვინთვის შემდეგ. ის რეკორდის დამყარებას შეეცადა - 72 მეტრზე, ლასტებისა და დამატებითი ჟანგბადის გარეშე, ერთი ჩასუნთქვით ჩაყვინთა. ამოყვინთვის შემდეგ მან ხელით ნიშანი „ოკ“ გააკეთა, რის შემდეგაც გრძნობა დაკარგა და იმავე დღეს გარდაიცვალა. წყვილი წინა პლანზე ამ სტატიასთან არაფერ შუაში არიან.ეს არის უკანასკნელი ფოტო 20 წლის აიანო ტოკუმასოსი (წითელში), რომელიც შემთხვევით მოხვდა კადრში. წამის შემდეგ ის თავის მოკვლის მიზნით ნიაგარას ჩანჩქერში გადახტა. ერცგერცოგ ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფია 1 საათით ადრე, ვიდრე მათ სერბი ნაციონალისტი გავრილო პრინციპი მოკლავდა. იაპონიის საჰაერო ავიახაზების Boeing 747- ის ჩამოვარდნის შემდეგ აღნიშნული ფოტო აღადგინეს. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 520 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები ემსხვერპლნენ, 4 ადამიანი კი სასწაულით გადარჩა. ამერიკელი მოგზაურის კრისტოფერ მაკკანდლესას უკანასკნელი ფოტო. მისი გვამი 1992 წელს მონადირეებმა იპოვეს. პარკურისტ პავლა კიშინის უკანასკნელი ფოტო. მორიგი ტიურკის შესრულების დროს მან წონასწორობა დაკარგა, სიმაღლიდან გადავარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. ჯეიმს დინი საკუთარ პორშესთან. ცოტა ხნის შემდეგ ის საშინელ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო ცნობილი "ტიტანიკის". პოლ უოკერი ჯდება Porsche Carrera GT-ში, რომელმაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ცოტა ხანში ის როჯერ როდასთან ერთად სასიკვდილოდ დაიმტვრა. პრინცესა დიანა, მცველი ტრევორ რის ჯონსი და მძღოლი ჰენრი პოლი. ფოტო გადაღებულია საფრანგეთში, ტრაგედიის ღამეს და ის პრინცესა დიანას უკანასკნელ ფოტოდ ითვლება. ასევე დაგაინტერესებთ: 15 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული (ნაწილი II) 7 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული 1990 1-ს მოსწონს
|