მხატვრობა 10 ცნობილი ტილო, რომლებზეც მხატვრებმა ავტოპორტრეტები დამალეს 2019, 5 აგვისტო, 15:46 ზოგჯერ მხატვრები წლობით მუშაობენ შედევრებად აღიარებულ ტილოებზე. ასეთი შედევრებისთვის მარტო ხელმოწერა ალბათ საკმარისი არაა და ზოგიერთი მხატვარი საკუთარ ავტოპორტრეტსაც ხატავდა ტილოებზე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება ჩვენი თვალისთვის. წარმოგიდგენთ ასეთ 10 ტილოს, რომლებიც თავისი შემოქმედის სახეებს ინახავენ:
1.რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი “ღამის გუშაგი"
მკვლევარები თვლიან, რომ მხატვარმა საკუთარი ავტოპორტრეტი მეომრების მიღმა დახატა. მისი სახის დანახვა იან ოკერსენის ნაცრისფერი შლაპის მიღმაა შესაძლებელი. რემბრანდტმა ამ ტილოზე თავისი საყვარელი მუზა სასკიაც უკვდავყო, ესაა თეთრკაბიანი და ქერა კულულებიანი გოგონა ნახატის მარცხენა ნაწილში.
2.ვიქტორ ვასნეცოვი “გოლიათები" ცნობილი ტილო ვასნეცოვმა 19 წლის ასაკში შექმნა. მარცხენა მხარეს გამოსახული დობრინია ნიკიტიჩი ნაკვთებით სწორედ მხატვარს გვაგონებს. ზოგიერთი მკვლევარი კი სრულიად დარწმუნებულია, რომ მხატვარმა თავისი ავტოპორტრეტი დახატა ამ ტილოზე. 3.მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო “მათე მოციქულის წამება" მხატვრისთის ეს ტილო ნამდვილი გამოწვევა იყო, რადგან მანამდე მსგავსი მასშტაბის ტილოსა და ამდენ მრავალრიცხოვან პერსონაჟებზე ნამუშევარი არ ჰქონია.მან რამდენჯერმე გადააკეთა ნამუშევარი, ცვლიდა კომპოზიციებს, ამატებდა და აშორებდა პერსონაჟებს. მხატვარმა გადაწყვიტა საკუთარი თავიც აღებეჭდა ამ ტილოზე. ფიგურა უკანა პლანზე, მკვლელის მიღმა-მხატვრის ავტოპორტრეტია. 4.კარლ ბრიულოვი “პომპეის უკანასკნელი დღე" ამ ტილომ, რომელზეც პომპეის მოვლენებია ასახული, მალე გაითქვა სახელი მსოფლიოში, პუშკინმა კი ლექსიც მიუძღვნა. ახალგაზრდა მხატვრის ავტოპორტრეტი ადვილი შესამჩნევია კიბეზე შეკრებილ ხალხში. ამ ფოტოზე კი თავად ავტორი გახლავთ. არის მსგავსება? 5.ედუარდ მანე “მუსიკა ტიულრიში" კრიტიკოსები ამ ტილოს ზედმეტი სიკაშკაშისა და არეული ფერების გამო აკრიტიკებდნენ. ტილოზე პარიზელები არიან გამოსახულნი, რომლებიც ტიულრის ბაღში შეკრებილან კონცერტის მოლოდინში. ამ ჭრელა-ჭრულა ბრბოში მხატვრის თანამედროვეებსაც შენიშნავს მცოდნე თვალი:კომპოზიტორი ჟაკ ოფენბახი, მწერალი გოტიე, პოეტი შარლ ბოდლერი. ტილოს უკიდურეს მარცხენა ნაწილში კი თავად მხატვარსაც შეამჩნევთ. 6.იან ვერმეერი “მაჭანკალი" ვერმეერი დიდი ხნის განმავლობაში ბიბლიურ სიუჟეტებს ხატავდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ თანამედროვეობაც აესახა ტილოებზე. ერთ-ერთი ასეთი პირველი ნამუშევარია “მაჭანკალი" მკვლევარები თვლიან, რომ ეს მხატვრის ოჯახის ფრიად უჩვეულო პორტრეტია. ვერმეერი-მუსიკოსია, მისი ცოლი კატარინა-მეძავი ქალი, ძმა ვილლემი კი-ავხორცი ჯარისკაცი. 7. ელ გრეკო “წმინდა ლუკა" წმინდა ლუკა პირველ ხატმწერად ითვლება. მის სახელს ატარებდა მხატვართა გილდია, რომელშიც ელ გრეკოც იყო გაწევრიანებული. მხატვარი ხატწერას სწავლობდა და რელიგიური მოტივები მისთვის ძალიან ახლობელი იყო. ოსტატს სურდა ხაზი გაესვა ლუკას როლისთის ბიბლიასა და ხატწერაში. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ტილოზე მუშაობისას მან საკუთარი ხელები და სახე დახატა. 8.დიეგო ველასკესი “მენინები" თანამედროვე კრიტიკოსები თვლიან, რომ მენინები ველასკესის შემოქმედების უმაღლესი მწვერვალია. სცენა სურათზე-მხატვრის სალონია მადრიდში. მთავარი პერსონაჟია 5 წლის ინფანტა მარტა, რომელსაც ფრეილინები ახლავან. თავად ოსტატი კი მოლბერტთანაა გამოსახული, ფუნჯით ხელში. აბა, სხვაგან სად შეიძლებოდა ყოფილიყო? 9.ბილი სტოუნჰემი “ხელები ეწინააღმდეგებიან მას" ამ ტილოს, რომელიც ფერწერაში ყველაზე საშიშ ნამუშევრადაა მიჩნეული, უამრავი საშინელი ისტორია უკავშირდება. მისი მფლობელი მსახიობი ჯონ მარლი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ტილო გაქრა და 2000 წელს еВay-ს აუქციონზე გამოჩნდა. ტილოს ისტორია ასეთია: ის ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს. ოჯახმა, რომელმაც ის იპოვა, ტილო სახლში წაიღო. პირველივე ღამეს, ოჯახის პატარა გოგონა შეშინებული შევარდა მშობლებთან და უთხრა, რომ ტილოზე ბავშვები მოძრაობდნენ. მეორე ღამეს ოჯახის უფროსმა კამერა დააყენა ოთახში, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა. მართლაც, კამერა თავისით ჩაირთო რამდენჯრემე. ტილოს გვერდით ადამიანები აუხსნელ შიშს განიცდიან და ცუდად ხდებიან. ამ ტილოს შექმნა მის ავტორს საკუთარი ბავშვობის ფოტომ შთააგონა, რომელზეც ის და მისი პატარა მეზობელი გოგონა ბაღთან პოზიორობენ. 10.იან ვენ ეიკი „კანონიკ ვან დერ პალეს ღვთისმშობელი“ ვან ეიკი ტილოებზე თავისი ავტოპორტრეტების დამალვის ნამდვილი მოყვარული გახლდათ. ყურადღება მიაქციეთ ამ ტილოზე წმ. გიორგი აბჯარს. ზურგზე მოქცეულ ფარზე ვან ეიკის ავტოპორტრეტია მოლბერტთან. თუმცა, მისი დანახვა არც ისე ადვილია და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში იპოვით, თუ მახვილი მზერა გაქვთ. 390 შეფასება არ არის
|