საზოგადოებრივი ჰომო საპიენსის წარმოშობის სამი თეორია 2019, 5 აგვისტო, 0:36 ანატომიურად თანამედროვე ტიპის ადამიანის, იგივე ჰომო საპიენს საპიენსის წარმოშობის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ემხრობა საპიენსის მონორეგიონულ ანუ ერთ ლოკაციაზე წარმოშობის თეორიას, მეორე ნაწილი ემხრობა მულტირეგიონულ თეორიას. მესამე კი ე.წ. კომპრომისულ ვარიანტს. 1. ერთ ადგილას წარმოშობის თეორია - ეს თეორია გულისხმობს, რომ ჰომო საპიენსი სამყაროს მხოლოდ ერთ ნაწილში წარმოიშვა მინიმუმ 200 ათასი წლის წინ. იქიდან შემდგომ გავრცელდნენ დედამიწის სხვა ნაწილებში და სხვადასხვა კონტინენტზე და საბოლოოდ ჩაანაცვლეს ნეანდერტალელები. ამასთანავე ფიქრობენ, რომ თანამედროვე ადამიანის ანუ ჰომო საპიენსის წარმოშობის ადგილი არის აფრიკის კონტინენტი. 2. მულტირეგიონული თეორია ემხრობა ვერსიას, რომ თანამედროვე ადამიანები ძველი სამყაროს სხვადასხვა ნაწილში წარმოიშვნენ მას შემდეგ, რაც ჰომო ერექტუსები აფრიკიდან გამოვიდნენ. ამ თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ძველი სამყაროს ჰომო ერექტუსის პოპულაციები თანდათანობითი ევოლუციის პროცესში ანატომიურად თანამედროვე ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ გარდამავალი ან არქაული ჰომო საპიენსი და ნეანდერტალელები შედარებით უფრო თანამედროვე ანატომიური ნიშნების განვითარების ეტაპებს წარმოადგენენ. ზოგიერთი თეორეტიკოსი ჰომო ერექტუსსა და თანამედროვე ადამიანს შორის ისეთ მსგავსებასა და უწყვეტ კავშირს ხედავს, რომ ჰომო ერექტუსს ჰომო საპიენს ერექტუსსაც ანუ გონიერ ჰომო ერექტუსს უწოდებს. მაგალითად ჩინელი მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ მათი თანამედროვე თანამემამულენი ჰომო ერექტუსის შთამომავლები არიან და ამას ხსნიან განვითარების უწყვეტობით. 3. კომპრომისული თეორია კი ცდილობს ეს ორივე თეორია რაღაცნაირად შეაჯეროს და საერთო სურათი დახატოს იმგვარად, რომ თითქოს ჰომო საპიენსი გაჩნდა ერთ ადგილას, მაგალითად აფრიკაში, მაგრამ შემდგომში გავრცელდა სხვა კონტინენტებზე და ამ კონტინენტზებზე მყოფ ლოკალურ და სხვა ადამიანთა სახეობებთან შეჯვარების გზით, დასაბამი მისცა თანამედროვე რასებს და ქვერასებს. (წყარო: არქეოლოგ ნიკა თუშაბრამიშვილის "საქართველოს მღვიმეები") კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე581 1-ს მოსწონს
|