სხვა "ოქროს ახალგაზრდობა“ ფეშენებელურ კურორტებზე დასვენების ამსახველი ფოტოებით ტრაბახობს 2019, 4 აგვისტო, 20:23
გაგანია ზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავგადასავლებისა და მდიდრული დასვენების მოყვარული ახალგაზრდობა სავსე ჯიბეებითა და კიდევ უფრო მდიდარი ფანტაზიით ფეშენებელური კურორტებისკენ მიემგზავრება. იდეალური დასვენებისა და სრული რელაქსის მიუხედავად, ლამაზმანები არც სოციალური ქსელის არსებობას ივიწყებენ და ქალაქში დარჩენილ საკუთარ თაყვანისმცემლებს, ლაჟვარდოვანი სანაპიროს ფონზე, რომლის ხედებსაც არანაირი ფილტრი არ სჭირდება, გადაღებული ულამაზესი ფოტოებით ანებივრებენ. აქ, ყველაფერი გლამურულია, ბრენდული საცურაო კოსტიუმებით დაწყებული მდიდრული იახტებით დამთავრებული. "ოქროს ახალგაზრდობის" ყველაზე მოთხოვნად დასვენების ადგილებს შორის - მალდივები, დუბაი და სამხრეთ საფრანგეთის კურორტები ლიდერობს, სადაც განებივრებული ლამაზმანები ისე ერთობიან როგორც შეუძლიათ. სამეფო დასვენება საკუთარ სტატუსს უნდა შეეფერებოდეს, ამიტომ "გლამურული" გოგონებიც დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მოწოდების სიმაღლეზე არიან.455 შეფასება არ არის |