x
image
ელენე გუმა
"ცალკე ფენომენია ქართველი ქალი მარშუტკაში, რომელსაც შეუძლია,.."
image
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალრუ ქსელში იმ ქალებზე წერს, რომლებიც 35 გრადუს სიცხეში სამარშრუტო ტაქსის ფანჯრის მხარეს მდებარე სკამზე ჯდებიან და შემდეგ საგულდაგულოდ კეტავენ ფანჯარას მოტივით, "მიბერავსო".


მისი თქმით, ის ქალებზე იმიტომ ამახვილებს ყუარდღებას რომ კაცისგან მსგავსი ქმედება არ უნახავს.


"მარშუტკის ქართველი მძღოლები რა ხალხია უკვე ყველამ ვიცით, ყველას ერთდროულად რომ უფჭდება კონდიციონერი, მაგრამ ცალკე ფენომენია ქართველი ქალი მარშუტკაში, რომელსაც შეუძლია 35 გრადუსიან სიცხეში ფანჯარა დხუროს იმ მოტივით, რომ უბერავს.
ქალზე ყურადღებას იმიტომ ვამხვილებ, რომ კაცი ჯერ ასეთ საქციელში არ შემიმჩნევია."- წერს მეტრეველი.


პოსტს უამრავი გამოხმაურება აქვს და მისი მეგობრებიც ადასტურებენ რომ ხშირად უნახავთ მსგავსი რამ და ყველა გაკვირვებას გამოთქვამს, ასეთ შემთხვევაში რატომ ცდილობენ ისინი ფანჯრის მხარეს დაჯდომას, თუ ფანჯარას მაინც არ გამოიყენებენ.



"ზუსტად გუშინ გულწასული, მისვენებული ხნიერი ქალი ცოცხალი თავით არ აღებდა, სანამ არ ატყდა ამბავი"- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.


ძნელია არ დაეთანხმო ჟურნალისტის ამ სტატუსს, რადგან თითქმის ყველა ჩვენგანს გვქონია მსგავსი შემთხვევა და გვინახავს როგორ ცდილობენ ფანჯარასთან მოხვდნენ და შემდეგ ის არ გააღონ, სულ რომ გული წაგივიდეს სიცხისგან.


თქვენ თუ გქონიათ მსგავსი ისტორია, დაწერეთ კომენატარებში.





0
452
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0