სხვა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სამტრედიაში მოხდარ ინციდენტზე,რა დროსაც ქართველი ქალი და მისი ერაყელი მეუღლე ცემეს,განმარტებას აკეთებს 2019, 3 აგვისტო, 17:23 დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სამტრედიაში მომხდარ ინციდენტში სასულიერო პირის მონაწილეობას უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციით 1 აგვისტოს სამტრედიაში სასულიერო პირი, ორ კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის ერაყელ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამშველებელს მეტი ხვდებაო" რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში მოხდა ინციდენტი, სადაც ქართველ ქალბატონს და მის ერაყელ მეუღლეს უსიამოვნო შემთხვევა მოუხდათ მოქალაქეებთან. სამწუხაროდ ძალიან ორაზროვნად იყო ნახსენები ამ ინციდენტთან სასულიერო პირის კავშირი. ორაზროვნების გასაფანტად და სიცხადის შესატანად სამტრედიაში მოვინახულე მამა იოაკიმე. გაირკვა შემდეგი: ინციდენტი მოჰყვა ყოფით საგზაო შემთხვევას, დამოუკიდებლად ეროვნული ნიშნისა, სასულიერო პირი კი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას. როგორც ჩანს გავრცელებული ინფორმაცია ტენდენციურია და სასულიერო პირის ორაზროვნად ხსენება ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს იგი ძალადობდა, რაც სრულიად აცდენილია რეალობას. ბუნებრივია სასულიერო პირი ასეთ შემთხვევაში გამშველებლის როლში აღმოჩნდებოდა და ბუნებრივია ისიც, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამართული დღევანდელი საომარი კამპანიის პირობებში, მას მოძალადეობას დააბრალებდნენ. სავარაუდოდ მამა იოაკიმე სატელევიზიო ინტერვიუსაც მისცემს და სიმართლე გაცხადდება."-წერს სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძე. თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ დაზარალებულები რუსთავი-2-თან მიცემულ ინტერვიუში. "მამაო რომ გადმოვიდა მანქანიდან გამიხარდა, მე თქვი ვსიო აქ არაფერი არ იქნება, დაწყნარდება ყველაფერი, მამაო გადმოდის ძალიან მშვიდად, იჭერს ჩემ მეუღლეს, აკავებს ხელებით და ეს ორი ბიჭი ფიზიკურად უსწორდება ჩემ მეუღლეს, ცემდნენ, ჩემი ქმარი ეცადა, რომ გაქცეულიყო, დაეცა, ესენი დაეწივნენ და წიხლებით შედგნენ"-აცხადებს ბარაქათ ჯასიმ მოჰამედის ქართველი მეუღლე. სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავა.მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულის მოტივის და ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. 265 3-ს მოსწონს
|