საზოგადოებრივი მითანის სამეფო 2019, 3 აგვისტო, 20:04 მითანი, იგივე მითანის სამეფო დაახლოებით ძვ.წ. 1575 წლიდან ძვ.წ. 1275 წლამდე არსებობდა. ეს იყო დიადი იბერო-კავკასიელების ერთ-ერთი დიდი და ძლიერი ტომის - ხურიტების მძლავრი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცნობილია, რომ ჩამოყალიბდა ძვ.წ. მე-16 საუკუნეში, ხოლოდ განადგურდა ძვ.წ. მე-13 საუკუნეში. ჩამოყალიბების და განადგურების წლები ზუსტად ცნობილი არ არის. დაახლოებით ძვ.წ. მე-16 საუკუნის შუა ხანებში, ძვ.წ. 1550-იანი წლებში, ხურიტების პოლიტიკური ჰეგემონია უნდა გავრცელებულიყო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე. სწორედ ამ პერიოდისთვის წარმატებით დასრულდა ხურიტულ ტომთა კონსოლიდაციის პროცესი, რასაც ზემო მესოპოტამიის ტერიტორიაზე მითანის სამეფოს ჩამოყალიბებაც მოჰყვა. ეს სამეფო იყო მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ცენტრი ეგვიპტის, ასურეთის და ხეთების სამეფოსთან ერთად. მითანის მეფეები კი ეგვიპტის ფარაონებს ძმებად მოიხსენიებდნენ. რაც შეეხება მითანის სამეფოს მდებარეობას, ის იყო ჩრდილოეთ შუამდინარეთის ვრცელ ტერიტორიებზე განფენილი მშვენიერი და მტკიცე სახელმწიფო და ევფრატის შუა წელზე მდებარე ველის ჩრდილოეთ ოლქებს, კერძოდ მდინარეების - ბალიხისა და ხაბურის ველს და მდინარე ტიგროსის ზემო დინების ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა რაიონს. ძვ.წ. III ათასწლეულიდან, დაახლოებით ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან ძვ.წ. 1550 წლამდე, მანამ, სანამ აქ მითანის სამეფო არ წარმოიქმნა, მანამდე ძველაღმოსავლურ წერილობით უძველეს წყაროებში ეს ტერიტორია იწოდებოდა, როგორც სუბართუ. ძველ ბაბილონში ეს ტერმინი აღნიშნავდა ბაბილონის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებს, ესეიგი მთელ ჩრდილოეთ შუამდინარეთს - ზაგროსის მთიანეთს და ევფრატს შორის მდებარე რაიონებს იმ ტერიტორიის ჩათვლით, სადაც შემდგომში ასურეთი წარმოიშვა. დაახლოებით ძვ.წ. 1550-იანი წლებიდან ძველაღმოსავლურ წყაროებში, მაგალითად ნუზის, ხეთურ, ალალახის და სხვ. ჩნდება იმავე ტერიტორიის აღმნიშვნელი ახალი სახელწოდება - მითანი. ამავე დროს მითანის აღსანიშნავად ეგვიპტელები იყენებდნენ სიტყვას "ნაჰარინა" ან "ნაჰრინა", რომელიც სემიტური წარმოშობის სიტყვა გახლდათ და ორმდინარეთს ნიშნავს. ასურელები კი მას "ხანიგალბათს" უწოდებდნენ. ძვ.წ. 1270 წლისთვის დიდებული იბერო-კავკასიური მითანის სამეფო სემიტურმა იმპერიამ - ასურეთმა დაასუსტა და საბოლოოდ ის სხვა სემიტურმა ტომებმა ასიმილაციის შედეგად ისტორიას ჩააბარეს. მითანის მეფეები1. ქირთა - მითანის პირველი მეფე ძვ.წ. 1575-1550 წწ. 2. შუთარნა I - მითანის მეფე ძვ.წ. 1550-1525 წწ. 3. ფარათარნა - მითანის მეფე ძვ.წ. 1525-1505 წწ. 4. ფარსადათარი - მითანის მეფე ძვ.წ. 1505-1495 წწ. 5. საუშშათარი - მითანის მეფე ძვ.წ. 1495-1470 წწ. 6. ართათამა I - მითანის მეფე ძვ.წ. 1470-1455 წწ. 7. შუთარნა II - მითანის მეფე ძვ.წ. 1455-1420 წწ. 8. ართაშუმარა - მითანის მეფე ძვ.წ. 1420-1410 წწ. 9. თუშრათა - მითანის მეფე ძვ.წ. 1410-1390 წწ. 10. ართათამა II - მითანის მეფე ძვ.წ. 1390-1380 წწ. 11. შუთარნა III - მითანის მეფე ძვ.წ. 1380-1375 წწ. 12. შათივაზა - მითანის მეფე ძვ.წ. 1375-1350 წწ. 13. სათუარა I - მითანის მეფე ძვ.წ. 1350-1320 წწ. 14. ვასაშათა - მითანის მეფე ძვ.წ. 1320-1290 წწ. 15. სათუარა II - მითანის უკანასკნელი მეფე 1290-1275 წლებში. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივლიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე380 1-ს მოსწონს
|