ფოტოგრაფია ინსტაგრამი VS რეალობა, 26 წლის ინსტაგრამის მომხმარებლის Rianne Meijer-ის სახალისო სურათები 2019, 3 აგვისტო, 16:11 26 წლის Rianne Meijer-ი ამსტერდამიდან, რომელსაც ინსტაგრამზე 377, 000 გამომწერი ჰყავს, ძალიან საინტერესო ფოტო-პროექტს აქვეყნებს, რომლითაც ინსტაგრამის დაფილტრულ და ფოტოშოფით გალამაზებულ სურათებს, რელურს უპირისპირებს. Rianne-ს თქმით, დიდი უსამართლობაა მხოლოდ შესაშურად ლამაზი სურათების ჩვენება მისი ახალგაზრდა გამომწერებისთვის მაშინ, როდესაც რეალობა სულ სხვაგვარია. იგი აცხადებს, რომ ინსტაგრამი ბევრ მომხმარებელს თავდაჯერებულობას აკარგვინებს, რადგან მათ ჰგონიათ, რომ Rianne-ს რეალობა მართლაც ზღაპრულია. ამიტომ მან გადაწყვიტა ეჩვენებინა თავისი ცხოვრება “ფილტრის გარეშე", რათა ყველა დაერწმუნებინა, რომ ისიც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. Rianne-ს სურს ყოველმა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ მათ შესაძლოა შეჰქმნან საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები ინსტაგრამზე, თუმცა ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ისინიც სხვების მსგავსნი არიან. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ახალმა თაობამ სრულყოფილების მიღმა დაინახოს რეალობა, რომელიც სულაც არ ჰგავს სოციალურ ქსელს. Rianne საკუთარ შემოსავალს მხოლოს სოციალური მედია-პლატფორმებიდან იღებს, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია მაღალი კლასის რესტრორნებში პოზირება და თუნდაც ყავის სურათების გადაღება. იგი აგრეთვე ხშირად შლის საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერილ ნეგატიურ კომენტარებს, რომლებიც მის თვითშეფასებაზე ცუდად მოქმედებენ. Rianne-ს ძალიან სიამოვნებს სოციალურ ქსელებში მუშაობა, თუმცა ამავდროულად მას ძალიან დამღლელად მიიჩნევს, ვინაიდან კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში უწევს განვითარებაზე ფიქრი და მოქმედება. 8198 1-ს მოსწონს
|