![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101922143115570.png)
ბრიტანელმა ბიჭმა, სახელად ჯეიმს ფრიდმანმა, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა საკუთარი შემოქმედების დამსახურებით.
მას მთელს მსოფლიოში ჰყავს თაყვანისმცემლები და ყოველდღიურად ათასობით ადამიანი უგზავნის საკუთარ ფოტოს დასამუშავებლად.
ჯეიმსი გრაფიკული დიზაინერია, თუმცა იგი უმეტესწილად მომხმარებელთა მიერ გაგზავნილი ფოტოების “დაფოტოშოფებით" არის დაკავებული.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101921341115570.png)
მომხმარებელმა ჯეიმსს მარცხენა ფოტო გაუგზავნა და სთხოვა ფოტოშოფის დახმარებით ისე დაემუშავებინა, რომ ბიჭების მზერა ერთი მიმართულებით არ ყოფილიყო მიმართული. ჯეიმსმა კი თხოვნა შეუსრულა და ელამი თვალები უწყალობა.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101922092715570.png)
ამ მამაკაცს სურდა, რომ ჯეიმსს მარცხენა სურათში მდგომი ქალი მოეშორებინა და სურათისთვის უფრო გმირული იერსახე მიეცა. ჯეიმსმა კი საშუალება მისცა გმირად ქცეულიყო.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101921542315570.png)
სურათზე გამოსახულ გოგონას სურდა რომ მისი წარბები “bushy" (ბუჩქოვანი, სქელი) ყოფილიყო. ჯეიმსმაც ბუში ისე წაიკითხა, როგორც მის სარკასტულ საქმიანობას შეეფერებოდა და გოგონას სამივე ბუში დაუსვა წარბზე.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101921372415570.png)
ამ ბიჭმა კი ჯეიმსს სთხოვა უფრო “cool" ვიზუალი მიეცა მისთვის, ჯეიმსმაც სიტყვა cool რომელიც ერთის მხრივ ჟარგონულად “მაგარს", ხოლო მეორეს მხრივ გაგრილებას ნიშნავს, გაგრილების მნიშვნელობით “გაიგო" და ბიჭს მარაო დააჭერინა ხელში.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101921425315570.png)
სურათზე გამოსახული გოგონასთვის, აღნიშნული სურათი ფავორიტი გახლდათ და სურდა პროფილზე დაეყენებინა. თუმცა ვინაიდან გოგონა საკმაოდ დაბალი იყო, ხოლო ბიჭი მაღალი, პროფილზე ატვირთვისას მხოლოდ ბიჭის სახე ჩანდა, ხოლო მისი გამოსახულება იმალებოდა. ჯეიმსმა მდგომარეობა “გამოასწორა" და მათი სახეები ერთად მოათავსა.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101921475715570.png)
მარცხნივ გამოსახულმა ბიჭუნამ ჯეიმსს სთხოვა დედის გვერდით სიმპატიური მამაკაცის ჩასმა. ჯეიმსმა კი სიმპათიურთა შორის, ყველაზე სიმპათიური ამოარჩია.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101921494815570.png)
ინსტაგრამის მომხმარებელ გოგონას სურდა, რომ ჯეიმსს მისი მეუღლის წვერი ფოტოშოფის დახმარებით გაეპარსა. ჯეიმსმაც სურვილი დაუყოვნებლივ შეუსრულა.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101921513215570.png)
სურათზე მყოფ გოგონას კი აწუხებდა მის უკან მჯდომი ძმის “გადაღლილობა" და ჯეიმსს სთხოვა დახმარება. ჯეიმსმაც მთქნარების პროცესი სიმღერის მომენტად შეცვალა.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101921583115570.png)
გოგონებს სურდათ, რომ მარცხნივ გამოსახულ ორთაბრძოლას, უფრო ეპიკური იერსახე ჰქონოდა, ჯეიმსმა 21-ე საუკუნის ბრძოლის ველის კლასიკური სურათი შექმნა.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101922004315570.png)
ამ ბიჭს კი სურდა ჯეიმსს ის ცნობილ სუპერგმირად - “iron man"-ად ექცია. ჯეიმსმაც სურვილი შეუსრულა.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101922030515570.png)
სურათზე გამოსახულ კაცს კი არ სიამოვნებდა, თუ როგორ მიშტერებოდა მის ზურგს ზოლიან მაისურში გამოწყობილი კაცი, ამიტომ ჯეიმსმა მას საშუალება მისცა “თვალებში ჩაეხედა".
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101922061215570.png)
სურათზე მყოფ მამაკაცს კი სურდა ცოლის გვერდით უკეთეს ფორმაში გამოსახულიყო, თუმცა მისი უვარჯიშებელი სხეული ამის საშუალებას არ აძლევდა. ჯეიმსმა მამაკაცს მუცელი მოაშორა და უფრო ხალისიან ფერებში შემოსა.
![ფოტოშოფის ,,ღმერთი", რომელმაც ეს
ადამიანები მთელი მსოფლიოს დასაცინი
გახადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201910/2019101922123215570.png)
გოგონამ ჯეიმსს სთხოვა, რომ მისთვის ისეთი დიდი უკანალი გაეკეთებინა, თვით კიმ კარდაშიანსაც კი შეშურებოდა. ჯეიმსმა კი მას უდიდესი უკანალი აჩუქა.