ფოტოგრაფია დედამ საკუთარი შვილი სისხლისმსმელ ზომბად აქცია 2019, 29 ოქტომბერი, 10:26
ფოტოგრაფი Tiffany Renfroe ალაბამადან, სოციალურ ქსელში საკუთარი ოჯახის ძალიან საინტერესო და კრეატიულ სურათებს აქვეყნებს. ფოტოსესია ჰელოუინს უკავშირდება და მისმა განსხვავებულობამ და რეალურობამ სოციალური ქსელის მომხმარებლები ნამდვილად აღაფრთოვანა.
ტიფანიმ 11 თვის შვილი, სახელად Oakley, სისხლისმსმელი ზომბის მსგავსად გამოაწყო და მამასთან ერთად გადაუღო სურათები. პატარას გარეგნობა რომ უფრო რეალური ყოფილიყო, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ჩააცვა და საზარელი მაკიაჟი გაუკეთა.
ტიფანის მეუღლე დანიელიც ზომბის მსგავსად შეიმოსა და ბავშვთან ერთად პოზირებდა. სურათებზე იგი ნაწლავებგადმოყრილ მდგომარეობაში ჩანს. სინამდვილეში მისი ნაწლავები ტორტის ნაჭრებია, რომლებსაც 11 თვის პატარა ჭამს. ფოტოები რომ უფრო შთამბეჭდავი გამოსულიყო, ტიფანიმ ტყეში გადაღება გადაწყვიტა. ფოტოებში საშინელებათა ფილმის - ჰელოუინის მთავარი გმირის, მაიკლ მაიერსის თემაც იქნა განვითარებული. ერთ შემთხვევაში მამა-შვილი ძველი ფარდულის წინ პოზირებს, ხოლო მეორე შემთხვევაში ტყეში მოსეირნე Oakley ჩანს, რომელსაც მაიკლ მაიერსის ფორმაში გამოწყობილი მამა იტაცებს. სურათებმა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მას 153000-ზე მეტი გაზიარება აქვს გამოქვეყნების დღიდან, კერძოდ 23 ოქტომბრიდან. სურათებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ბევრს ძალიან მოეწონა მსგავსი ტიპის გართობა, ბევრმაც აღნიშნა, რომ 11 თვის პატარასთვის მსგავსი გადაღება სტრესული იქნებოდა, ვინდაიდან საზარელი კოსტუმირება მას შეაშინებდა. დედამ აღნიშნა, რომ გადაღების დროს არავინ დაშავებულა და ბავშვსაც არ შეშინებია. კოსტუმირების დეტალები კი, მაგალითად ბავშვის თვალები ფოტოშოფის მეშვეობით იქნა დამუშავებული. 317 1-ს მოსწონს
|